x
image
გიო16
ფლორენტინოს ყოველთვის სჯეროდა რამოსის!

imageსერხიო რამოსი კვლავ ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია..

სერხიო რამოსი არ იყო პირველი ესპანელი ფეხბურთელი, ვინც ფლორენტინო პერესმა იყიდა, მაგრამ იგი ჯერ კიდევ მადრიდული პრეზენტაციის შემდეგ იქცა პრეზიდენტის “თვალის ჩინად".პერესი ყოველთვის დარწმუნებული იყო იმაში, რომ 27 მილიონ ევროდ ღირებული 19 წლის სევილიელი ბიჭუნა აუცილებლად გახდებოდა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ის დღესაა:კლუბის ლიდერი მინდორზე და გასახდელში.

პრეზიდენტი ყოველთვის გვერდში ედგა და ეხმარებოდა სერხიოს.იგი თვალყურს ადევნებდა მცველს ყველგან და ყოველთვის.ფაქტია, ფლორენტინო დარწმუნებული იყო, რომ ერთ მშვენიერ დღეს სერხიო რამოსი აუცილებლად გახდებოდა მისაბაძი ფეხბურთელი"მადრიდის რეალში".დაუღალავი შრომის შედეგად მოიპოვა სერხიომ პრეზიდენტის კეთილგანწყობა.მცველი მუდმივად უმატებდა თამაშის ხარისხს.იგი ყოველ თამაშში პროგრესირებდა.სწორედ ამ თავდადებისა და მონდომების შედეგია ის, რომ იგი ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია მსოფლიოში.სერხიო რამოს გარსია ჩამოყალიბდა ლიდერად როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ.უფროსი ფეხბურთელის როლმა მოედანზე, მას მეტი თავდაჯერებულობა შემატა.ის გახდა გაწონასწორებული.ის გამოირჩევა სხვებისგან, მისნაირი ხასიათი არავის აქვს.ახლა ის უფრო უკეთესად აკონტროლებს საკუთარ თავს და თამაშს.ამ სეზონში მადრიდელმა მცველმა მხოლოდ სამი გაფრთხილება მიიღო(ორი ლა ლიგაში და ერთიც ჩემპიონთა ლიგაზე)და იგი ჯერ არ გაუძევებიათ მოედნიდან.

0
28
8-ს მოსწონს
ავტორი:გიო16
გიო16
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0