x
image
Guns N Roses
რატომ ავირჩიეთ ქართული ოცნება?

imageყველამ კარგად იცით, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში ახალი მთავრობა მოვიდა, "ქართული ოცნება". რა თქმა უნდა ბევრს არ მოსწონდა ძველი მთავრობა, რაც გამომდინარეობდა იქიდან, რომ იყო მაღალი გადასახადები და დაბალი ხელფასები. რა თქმა უნდა ქართველი ხალხი ძალიან ბევრ რამეში სწორია, მაგრამ თუ დავუკვირდებით მივხვდებით, რომ უკვე ზედმეტებიც მოგვდის. შეიცვალა ხელისუფლება და დაიწყო ხალხმა გაფიცვები, მოუნდათ ყველა გადასახადის მინიმუმამდე დაყვანა და ხელფასის მაქსიმუმამდე გაზრდა. აქამდე რატომ არავინ არ ამბობდა ამასთან დაკავშირებით არაფერს? ვისაც არ უნდა ჰკითხო ქართულ ოცნაბს ყველამ "საქართველოს" გამო მისცა ხმა, თუმცა ჩემი აზრით უმეტესობამ ფულის გამო მისცა და იმ იმედით, რომ ყველა გადასახადი ძალიან დაბალი იქნებოდა და ხელფასები ძალიან მაღალი. საიდან იშოვის მთავრობა ამ ფულს არ აინტერესებთ. ხალხო თქვენი ძალიან მიკვირს. ავტობუსის მძღოლებს აქვთ 800-900 ლარი ხელფასი ( თუ არ ვცდები ) და მუშაობენ თვეში 12 დღე, ითხოვენ ხელფასის გაორმაგებას. ექიმებმა რა უნდა თქვან? 400-600 ლარი აქვთ საშუალო ხელფასი.. თქვენი აზრით ვის უნდა ჰქოდნეს მეტი ხელფასი? ექიმებიც ხომ არ გაიფიცებიან ხელფასები მოგვიმატეთო? თუ სამუშაოს სირთულეს გადავხედავთ და იმას, რომ ექიმი რომ გახდე წლებია საჭირო ალბათ დამეთანხმებით, რომ ექიმებს გაცილებით მეტი ხელფასი უნდა ჰქონდეს ვიდრე ავტობუსის მძღოლს.. იმედია დამეთანხმებით, რომ ზოგიერთი ძალიან ბევრს ითხოვს და ასე არ უნდა გაგრძელდეს.

5
437
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
437
  
2012, 18 ნოემბერი, 2:20
ავტორ 800 900 ლარი ეგ მერიამ გამოაცხადა ტორე 350ზე მეტი არც ერთს არ აუღია, ისე გეთანხმები ამდენი გაფიცვა და პროტესტი უნამუსობაა თუ ახალ მთავრობას თხოვენ ამას, ისე მძღოლებს უგულავას გადადგომა რო მოეთხოვათ უფრო მომეწონებოდა
2012, 17 ნოემბერი, 18:59
.(გაგრძელება)და ამის მერე ნელ–ნელა დაიწყება ამ ხელისუფლების რღვევაც.აქ უბრალოდ, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ეს ხელისუფლება დროზე ადრე დაასრულებს „მოღვაწეობას“ თანაც კრახით როგორც ექსპერტები ვარაუდობენ!--
2012, 17 ნოემბერი, 18:56
ქვეყანას რაცარუნდა კარგი ხელისუფლება და მთავრობა ჰყავდეს,აქედან გამომდინარე

რაც არ უნდა კარგი იყოს მართველობა მაინც წყინდება ხალხს. მაინც საჭირო ხდება ხელისუფლების ცვლილება, რადგანაც ეს იმ ხალხს, რომელმაც წინა ხელისულების პირობებში ვერ მიაღწია წარმატებას, იმედს უსახავს რომ ახალ ხელისუფლების პირობებში მისი ჯერიც დადგება. ეს იმედია მათთვის და ხალხი უფრო ბედნიერად გრძნობს თავს. მართალია ადამიანები კონსერვატორები არიან ბუნებით და სიახლეები არ უყვართ როგორც წესი, მაგრამ ხელომცარულის როლში ყოფნა დიდი ხნით მაინც უფრო მეტად არ უყვართ და დიდხანს ვერც ეგუებიან და ვერც მოითმენენ. ამიტომ საჭიროა ხელისუფლების ხშირი ცვლა, რომ ხლხმა თავი ბედნიერად იგრძნოს, გარკვეული დროის მონაკვეთებში მაინც. ხომ გახსოვთ რას ამბობს არქიფო დათა თუთაშხიაში? მართალია არქიფო საზიზღარი პიროვნებაა, მაგრამ მასების მართვა არ ესწავლება. იმედი თუ აქვს ხალხსო ცუდს არ გაივლებს გულში არაფერსო. ასე რომ როცა ხელისუფლება სწრაფად იცვლება, ხალხში სოციალური დაძაბულობა არ იზრდება კრიტიკულ დონემდე და ქვეყანაც უფრო სტაბილურია. დღევანდელი გადასახედიდან სწორედ ასეთია მდგომარეობა.ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი ელოდება დიდი მოლოდინით დიდ სასიკეთო ძვრებს.მიზეზი სწორედ ის არის რომელიც მე ზემოთ ავღნიშნე.ესეიგი ელოდება იმას რომელიც არ მოხდება.ანუ ის ხალხი რაც იყო აქამდის ისევ ის დარჩებიან.და საერთოდ უბრალო ხალხისათვის არაფერი მითუმეტეს სასიკეთოდ არ შეიცვლება.რამეთუ პოლიტიკას აქვს ერთი მეტად მნიშვნელოვანი კანონზომიერება,ხელისუფლება და მთავრობა გამოხატავს გაბატონებუკი კლასის ინტერესებს და არა უბრალო ხალხისას.დიახ ის უბრალო ხალხი ისევ იმ უბრალო ხალხად დარჩება.მდიდარი მდიდრად ღარიბი ღარიბად.ასერომ ის ცრუ მოლოდინები რომელიც აქვს უბრალო ხალხს არ ასრულდება და დარჩება მიუღწეველ ოცნებათ.ჯერ–ჯერობით მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ისეთი ეპოქა,რომ მდიდრები მშიერი კვდებოდნენ და ღარიბები გრიალებდნენ.ასეთი რამ არც მომხდარა და არც მოხდება.კლასობრივი განსხვავება კი მდიდარ–ღარიბი ყოველთვის იქნება......ეს დაჭერები და იაფასიანი პოლიტიკური „ტრიუკი“მალე დამთავრდება თავის დროს მოსჭამს და აღარ იქნება ისეთი ეფექტური ხალხის ცნობიერებაზე როგორიც დღეს არის.და
2012, 15 ნოემბერი, 17:01
12 დღე კი მუშაობენ მაგრამ რადენი საათი? ე.ი დილის 6 საათიდან ღამის12 საათამდე.გამოდის რომ მუშაობს არა 12 დღეს არამეტ 24 დღეს.
2012, 15 ნოემბერი, 2:02
გეთანხმები.
0 1 5