სხვა ხვრინვის საწინააღმდეგო 10 ხერხი 2012, 13 ნოემბერი, 20:51 1.არ დაიძინოთ ზურგზე :ასეთ სიტუაციაში, ენა ხელს უშლის სასუნთქი გზების თავისუფალ მუშაობას.
2.ეცადეთ გახდომას : დიდი წონა ასუსტებს სასუნთქ გზებს.სწორედ ამიტომ, რამდენიმე კილოგრამის დაკლება განაპირობებს ხვრინვასთან დაკავშირებული პრობლემის გარანტირებულ მოგვარებას. 3.უარი თქვით ალკოჰოლზე :ალკოჰოლი ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს.შედეგად კი კუნთები და მათ შორის, ყელის კუნთებიც ეშვება. 4.უარი თქვით ნიკოტინზე : აღსანიშნავია, რომ მწეველი არამწველზე ორჯერ ძლიერად ხვრინავს. 5.კარგად გამოიძინეთ : თუ თქვენ აქტიური ცხოვრებიტ ცხოვრობთ და რე რამეში ძალიან ცოტა გძინავთ, ადრე თუ გვიან, ორგანიზმი დასვენებასა და კუნთების მოშვებას მოგთხოვთ, ეს კი აუცილებლად განაპირობებს ხვრინვას. 6.გამოიყენეთ ცხვირის სპეციალური ლენტები : ლენტები ეხმარება სასუნთქ გზებს და მათ გაფართოებულ მდგომარეობაში ინარჩუნებს. 7.მოიგვარეთ ცხვირთან დაკავშირებული პრობლემები :გაციება, ალერგია და ცხვირთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები ადამიანს აიძულებს პირით ისუნთქოს და ხვრინვის გარანტიას იძლევა. 8.ერიდეთ ალერგიის გამომწვევ მიზეზებს : დამტვერილმა ბალიშმა, შესაძლოა სხვადასხვა ტიპის ალერგია გამოიწვიოს, სწორედ ამან, შესაძლოა ხვრინვამდე მიგიყვანოთ. 9.დალიეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი : გაუწყლოებაც ერთ–ერთი ხვრინვის გამომწვევი მიზეზია. 10.არ გამორიცხოთ მძიმე დაავადებები. 467 8-ს მოსწონს
|