x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134518
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
წყალტუბო
ამ სტატიაში მინდა მოგითხროთ წყალტუბოს შესახებ. საქრთველოს ამ სახელგანთქმულ კურორტზე სამკურნალო წყლებთან ერთად ბევრ საინტერესო რამესაც ნახავ. imageსტუმართმოყვარეობითა და იუმორით გამორჩეული წყალტუბოელები დაუზარლად გიმბობენ პატარა ქალაქის ისტორიას და მის საერთაშორისო მიღწევიბითაც მოიწონებენ თავს. ზღვის დონიდან 120 მეტრზე მდებარე წყალტუბოს ქალაქის სტატუსი 1953 წელს მიენიჭა. აქაურები ირწმუნებიან, რომ მან ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში გაითქვა სახელი, ისტორიულ წყაროებში კი იგი მე-12 საუკუნიდან იხსენიება. წყალტუბო მთელი წელი იღებს დამსვენებლებსა და პაციენტებს __ თერმული წყლებით მკურნალობა ხომ სხვადასხვა დაავადებას სხვადასხვა დროს უხდება და მაინც, თერმულ წყლებს ყველაზე მეტი მომხმარებელი ზაფხულში ჰყვას, როცა მწველი მზე აცხუნებს და გრილი აბაზანები არამარტო სასარგებლო, საიამოვნოცაა.რა ხდება წყალტუბოში გაზაფხულზე? ამდროს შეგიძლია ეწვიო მღვიმეებს, რომლებიც სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი ტერიტორიაზე მდებარეობს. აქვე კულხურ ტყეშიც გაისეირნებ და საქართველოში არსებულ ერთადერთ დინოზავრის ნაკვალევსაც ნახავთ. ზაფხული საუკეთესო დროა თერმული წლების მკურნალობისთვის. ბალნეოლოგიური ცენტრი უშუალოდ წყაროზეა აგებული. დღეს იქ 3 აუზი და 50 ინდივიდუალური კაბინა-აბაზანაა, რომლებსაც მსურველები ქირაობენ. სამკურნალო პროცედურა გამდინარე წყლით მიმდინარეობს. ამგვარად წყალი უცვლელად ინარჩუნებს ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებსა ტემპერატურას. წყალი რბილი, კამკამა და უსუნოა. მისი ტემპერატურა 33-დან 35 გარდუსამდე მერყეობს. ამბობენ, რომ ძველად წყალტუბოში სამკურნალოდ ჩასული ადამიანები ყავარჯნებს იქ ტოვებდნენ და შინ განკურნებულები ბრუნდებუდნენ. კურორტზე დღესაც ნახავთ "დატოვებულ ყავარჯნების მუზეუმს". წყალტუბოელები ამოყობენ, რომ ოდესღაც მათ კურორტს თერმული აბაზანების მისაღებად სტალინიც სტუმრობდა. აბაზანას რომლითაც ის სარგებლობდა, "სტალინის აბაზანას" ეძახიან თუმცა დღეს მისი გამოყენება ყველას შეუძლია.თუ კურორტს შემოდგომაზე ეწვევი აუცილებლად მოინახულე პრომეთეს მღვიმე. ის სოფელ ყუმისთავის საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. მღვიმე მეცნიერებათა აკადემიის აქსპედიციის წევრებმა 1984 წელს აღმოაჩინეს. სარესტავრაციო სამუშაოებისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვის შემდეგ პრომეთეს მღვიმე ათასობით მნახველს მასპინძლობს. აქ 16 დარბაზია, რომლებიც ერთმანეთისაგან გაქვავებული ჩამონღვენთებითა და მასშტაბით საგრძნობლად განსხვავდება. აქვე ნახავ მიწისქვეშა მდინარეს, გაქვავებულ ჩანჩქერებს, მიწისქვეშა ტბებს, ისეირნებ ნავით და დატკბები ულამაზესი ლაზერშოუთი.
ზამთარში შეგიძლია თბილად მოკალათდე ბიბლიოთეკაში და საინტერესო წიგნები იკითხო, გაისერნო განახლებულ პარკში.


image











image
























image





















image

















image

























image





















image





















image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image


image
































image

























































































































































































9
400
18-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
400
  
2013, 8 სექტემბერი, 18:19
აქ ვცხოვრობ,კარგი მომენტები დაუჭერია ფოტოგრაფს,არადა სანაგვედაა ქცეული
2013, 25 მარტი, 23:45
2012, 17 ნოემბერი, 12:25
წყალტოოოოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
2012, 12 ნოემბერი, 22:05
წყალტუბო მაგარიააა!!
2012, 12 ნოემბერი, 13:06
გაიხარე ბრატ მადლობა!
2012, 12 ნოემბერი, 13:02
მაგარი სტატიააა
2012, 11 ნოემბერი, 19:47
დიდი მადლობა გაიხარე!!!
2012, 11 ნოემბერი, 19:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 9