საზოგადოება გენერალ კალანდაძეს სასამართლოს ძალით გადაყენებას უპირებენ 2012, 11 ნოემბერი, 14:37 მას შემდეგ რაც ახალაია, კალანდაძე და შამათავა ამხილეს დანაშაულებრივ ქმედებაში “ნაციონალური მოძრაობის" წევრები აღშფოთებას ვერ მალავენ და აცხადებენ რომ ამ ადამიანებს უმიზეზოდ დასდეს ბრალი, მათ მიერ წაყენებული ბრალდებები უსაფუძვლოა და 2008 წლის ომის გმირები არ იმსახურებენ ივანიშვილის გუნდის წევრებისგან ასეთ დამოკიდებულებას. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ შამათავასა და გენერალ კალანდაძეს გირაოს სახით 20000 ლარი დააკისრა და თანხის გადახდის შემდეგ ისინი თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ. ხოლო რაც შეეხება ახალაიას, მას წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს, განაჩენი ახალაის ადვოკატმა უკვე გაასაჩივრა. 99 4-ს მოსწონს
|