საქართველო შესაძლოა მეტროც გაიფიცოს 2012, 10 ნოემბერი, 19:32 უკვე რამდენიმე დღეა თბილისში ავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. ისინი თავიდან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ, რადგან მათ მოთხოვნებს რეაგირება არ მოჰყვა, სიტუაცია უფრო დაიძაბა და ახლა ისინი ქალაქის მერისა და სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის გადადგომას მოითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლებმა მგზავრებს ბოდიში მოუხადეს, მოსახლეობის უმრავლესობას სერიოზული პრობლემები შეექმნდა გაადადგილებასთან დაკავშირებით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლებიც მოითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიფიცებიან. 25 1-ს მოსწონს
|