x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ლეგენდარული „ბითლზი“ ბრუნდება
imageპოლ მაკარტნის ვაჟიშვილი, ჯეიმსი, ახალი ჯგუფის შექმნას გეგმავს, სახელწოდებით The Beatles — The Next Generation, რომელშიც შევლენ ლეგენდარული ჯგუფის წევრების, ჯონ ლენონისა და ჯორჯ ჰარისონის ვაჟები. ჯეიმსის სიტყვებით, მას მუდამ სურდა მამის წარმატების გამეორება, იუწყება AFP. imageბითლზის ორი ყოფილი წევრის ვაჟები, შონ ლენონი და დჰანი ჰარისონი, მზად არიან ახალ პროექტს შეუერთდნენ, რომელიც დასავლურმა პრესამ უკვე მონათლა, როგორც The Beatles-2. ორივე ახალგაზრდა მუსიკალურ სფეროში წარმატებული და პოპულარულია. შონ ლენონი, თითქმის, 15 წელია ცნობილია, როგორც კომპოზიტორი და შემსრულებელი. ხოლო The Beatles–ის გიტარისტის, ჯორჯ ჰარისონის ვაჟმა, რომლის სახელია დჰანი, მამის სიკვდილის შემდეგ მისი ალბომის დასრულება შეძლო. ის ასევე უკრავს გიტარაზე და ფორტეპიანოზე საკუთარ ჯგუფში, სახელწოდებით Fistful of Mercy.image

34 წლის ჯეიმს მაკარტნიმ, დაახლოებით ათი წლის წინ, პირველად მიიღო მონაწილეობა სერ პოლის ალბომის, Driving Rain–ის, ჩაწერაში. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ის საკუთარ სიმღერებს წერს და იყენებს ფსევდონიმს – Light.

imageერთადერთი „პატარა ბითლზი“, რომლის პროექტში მონაწილეობაც კითხვის ქვეშაა, ეს რინგო სტარის ვაჟი, ზაკია. ის მამამისივით დრამერი გახდა და ბრიტანული ჯგუფების The Who–სა და Oasis–ის ჩანაწერებში იღებს მონაწილეობას.

ჯეიმს მაკარტნის განცხადებით, ზაკმა „გამოავლინა ნაკლები ენთუზიაზმი, ვიდრე „ბითლზების“ სხვა შვილებმა“. როგორც არ უნდა იყოს, ჯერჯერობით შეუძლებელია გადაჭრით ითქვას, რომ ლეგენდარული The Beatles მეორედ დაიბადება.


image
შეგახსენებთ, ჯგუფი ბითლზი 1960 წელს, ინგლისის ქალაქ ლივერპულში შეიქმნა. შემადგენლობა: ჯონ ლენონი – რითმული გიტარა, ვოკალი; პოლ მაკარტნი – ბას–გიტარა, ვოკალი; ჯორჯ ჰარისონი – წამყვანი გიტარა, ვოკალი; რინგო სტარი – დასარტყამი ინსტრუმენტი, ვოკალი. ჯგუფი 1970 წელს დაიშალა.

0
103
შეფასება არ არის
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0