სხვა რეინკარნაცია 2012, 10 ნოემბერი, 12:31 რეინკარნაცია მრავალი რამის გამო ჩვენთვის აბსურდია და ქრისტიანებს არ გვჭირდება.ერთ–ერთი მოძღვრის ქადაგებაზე მოვისმინე რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში რეინკარნაციის განსაკუთრებული შიში აქვთ ხალხს, როგორც ვიცი რეინკარნაცია არის კოშმარი ინდოელისათვის, ოღონდ რეინკარნაცია არ მოხდეს და ბუდიზმი და ინდუიზმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მეორედ არ დაიბადოს.ანუ შენ თუ არ შეგიძლია მოასწრო შენი პიროვნების წარმართვა უკეთესისაკენ, ამიტომ გჭირდება მეორედ, მეასედ, მეათასედ დაბადება რომ როგორმე რომელიმე დაბადებაში რაღაც ისეთ ზღვარს მიაღწიო რომ ღმერთთან მიხვიდე, ეს აბსურდია ქრისტიანული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ქრისტიანობა არ ითხოვს ჩვენგან რაღაც მწვერვალს მივაღწიოთ, ქრისტიანობას სურს რომ ჩვენი განვითარბის რექტორი განვითარებული იყოს ღმერთისკენ.ადამიანის რეინკარნაცია არ ნიშნავს იმას, რომ ახალ ცხოვრებაშიც იგივე თვისებების მატარებელი იქნება, რაც ჰქონდა წინა ცხოვრებაში.შეუძლია ადამიანს ახსოვდეს წინა რეინკარნაციების დეტალები? სულს ადვილად შეუძლია გაიხსენოს თავისი წინა ინკარნაციები, მაგრამ მას ეს არ სურს.წარსულს ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ახლა თქვენ –თქვენი საქმე გაქვთ გასაკეთებელი.უნდა გამოავლინოთ თვისებები, რომლებითაც უფალმა დაგაჯილდოვათ.ყველაფერი უნდა აკეთოთ აქ და ახლავე, სულს ნაკლებად აინტერესებს თუ რა სხეულში ცხოვრობდა წინა ინკარნაციაში.სულს შეუძლია ახსოვდეს წინა ცხოვრების პირობები, გარემო და შესაძლებლობები, რაც მას ჰქონდა, მაგრამ სულისთვის ამას არა აქ მნიშვნელობა.მას უბრალოდ სურს აღასრულოს ღვთის ჩანაფიქრი ისე, როგორც ეს ღმერთს სურს.თუ განაგრძობთ წარსულში დაბრუნებას, ეს დროის ტყული ხარჯვა იქნება.თუ უკან წავალთ, ჩვენ დროს ტყუილა–უბრალოდ დავხარჯავთ. 350 8-ს მოსწონს
|