სხვა 5 სულელური სიკვდილი–ნაწილი მეორე 2012, 7 ნოემბერი, 21:14 ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში ათასობით სხვადასხვა პრემიის ლაურეატებს ასახელებენ და მხოლოდ ერტადერთი მათგანის მთავარი პირობაა ის რომ მასში მხოლოდ “მიცვალებულები" მონაწილეობენ.საუბარია დარვინის პრემიაზე, რომელიც ყველაზე სულელურად გარდაცვლილის ჭირისუფალს გადაეცემა ყოველწლიურად. მაშ ასე ვიწყებთ:
ტრაგიკული ისტორია რომელიც შეემთხვა ერთ–ერთ მცხოვრებს რომელმაც თავისი სახლის სახურავის შეკეთება გადაწყვიტა.როგორც გონიერმა ადამიანმა, მან დაზღვევაზე იზრუნა და თოკის ერთი ბოლო წელზე მოიბა, მეორე კი ეზოში მდგარ მანქანის ბამპერზე დაამაგრა, მაგრამ ამის შესახებ ცოლის გაფრთხილება დაავიწყდა.ეს უკანასკნელი მაღაზიაში სწორედ ამ დროს აპირებდა წასვლას.მან მანქანა ადგილიდან მოწყვიტა, საწყალი მეუღლე სახურავიდან ჩამოაგდო და უახლოეს მარკეტამდე ათრია.ქირურგებმა უბედურის გადარჩენა შეძლეს მაგრამ ამით მისი უბედურება არ დასრულებულა.საავადმყოფოდან ქმრის მშვიდობიანად დაბრუნების აღსანიშნავად მზრუნველმა მეუღლემ პატარა წვეულება მოაწყო.სტუმრების მოსვლამდე რომლებიც მწეველები იყვნენ მან ზიპოს სანთებელები ბენზინით დატუმბა და ეს ყველაფერი უნიტაზის თავზე გააკეთა, რომელშიც საკმაო რაოდენობის ბენზინი ჩაიღვარა.მეუღლის შემდეგ ტუალეტში მისი ქმარი შევიდა გადაშალა ჟურნალი და სიგარეტს მოუკიდა.სიგარეტის ნამწვი უნიტაზში რომ ჩააგდო, აფეთქების ხმა გაისმა და სახურავიდან ჩამოგდებული ლამის ისევ სახურავზე აღმოჩნდა.ასეა თუ ისე მიღებული დამწვრობისგან “იღბლიანი"ქმარი მაინც გარდაიცვალა. უცნაურად გარდაიცვალა ფილადელფიის ერთ–ერთი ბორდელის კლიენტი.როგორც მოგვიანებით მეძავმა მოყვა, კლიენტმა ლოგინში სრული ფიასკო განიცადა და ამან მისი მამაკაცური ღირსება იმდენად შელახა რომ ბორდელიდან გამოსულმა ახლომდებარე ზოოპარკში შეუხვია.ლომების გალიაში შეძვრა, გაურკვეველი მიზნით გაშიშვლდა და ძუ ლომს მიუახლოვდა.რას უპირებდა შეშლილი იმპოტენტი ცხოველთა დედოფალს ალბათ ვერასოდეს გავიგებთ რადგან გაღვიძებულმა ცხოველმა ჯერ ხელი შემდეგ კი თავი მოაჭამა. ორმა ტეხასელმა ამერიკელმა მწვადის შეწვა საწვავის ორასტონიანი ავზის თავზე გადაწყვიტა.საამისოდ მათ ავზის თავზე ცეცხლი დაანთეს.შედეგად 1 კილომეტრის რადიუსში ყველა შენობა და საცხოვრებელი სახლი ნაცარტუტად იქცა. რუსეთში მოხდა ერთი საინტერესო ფაქტი.მთვრალ მამაკაცს ქუჩაში მძარცველი დაესხა და თავში რაღაც ჩაარტყა.თავისქალადაზიანებული მამაკაცი ფეხზე მაინც წამოდგა და გზა განაგრძო.ერთი კვარტლის გავლის შემდეგ მას მოტოციკლისტი დაეჯახა და ხელი მოსტეხა.საწყალმა სახლამდე მაინც მიაღწია, მაგრამ პარმაგიდან გადმოვარდა და ორივე ფეხი მოიტეხა.დილით მეუღლემ იგი მკვდარი იპოვა.ექსპერტის დასკვნაში კი სიკვდილის მიზეზად უხარისხო ალკოჰოლით მოწამვლა აღინიშნა. გერმანიის ქალაქ ბონში დაშნების მყლაპავი საცირკო ნომრის შესრულებისას დაიღუპა.იგი ავტომატურ ქოლგას ყლაპავდა, როდესაც ხელი შემთხვევით მის გამშლელ ღილაკზე მოუხვდა. 208 7-ს მოსწონს
|