x
image
კიხოდი
ბაჩო ახალაია დაკავებულია
image"ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაკავებულია" - ამ ინფორმაციას ყოფილი მინისტრის ადვოკატი დავით დეკანოიძე ავრცელებს. მისივე თქმით ეს ბინძური პოლიტიკური კამპანიაა და პოლიტიკური შურისძიება.


როგორც ცნობილია ახალაია პროკურატურაში 20:00 საათიდან იმყოფებოდა. ყოფილი შს მინისტრი საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით.


შეგახსენებთ რომ 1 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა ბაჩო ახალაიამ ქვეყანა დატოვა. მის მიმართ საზოგადოებას მრავალი კითხვა გაუჩნდა, ძირითადად კითხვები ისმოდა პატიმრების წამების ფაქტებზე. ამასთანავე რამდენიმე საჯარო თუ არასაჯარო ფიგურა პირდაპირ ხელს ადებდა ბაჩო ახალაიას - როგორც პატიმრების წამებაში მონაწილეს.


გუშინ ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა და განაცხადი გააკეთა.


გთავაზობთ ბაჩო ახალაიას გუშინდელ განცხადებას:

ყველას შეგახსენებთ, რომ ქურდული სამყაროს ბატონობა ციხეებში იწვევს კრიმინალს და სისტემატურად ადამიანის უფლებების დარღვევას არა მარტო სისტემის შიგნით, არამედ პირდაპირ უწევს ორგანიზებას და კონტროლს დანაშაულის გააქტიურებას საპყრობილის ფარგლებს გარეთაც, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. ჩვენ შევძელით კრიმინალური სისტემის რღვევა, მაგრამ ეს არ არის დასრულებული პროცესი. თუ ეს პროცესი აიშვებს, ჩვენი შრომა წყალში გადაყრილი აღმოჩნდება. ამის საფრთხე საზოგადოებისთვის არსებობს.
ჩემი მთავარი მიზანი იყო, დამეცვა მშვიდობა და უსაფრთხოება ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სამხედრო პროვოკაციის შემთხვევაში. მე ვამაყობ, რომ ქართული არმია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტი გახდა საქართველოში. სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს სახელით სამშვიდობო მისიებში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები მაღალ შეფასებებს იმსახურებენ ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ღრმად მწამს, რომ ადამიანის თავისუფლება და დემოკრატია არის ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი და სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს.

ნებისმიერი ადამიანის მზადყოფნა, რომ კითხვებს პასუხი გასცეს, მხოლოდ კარგი და მისაღებია. არსად წავსულვარ და მზად ვარ, ჩემ გარშემო არსებულ ნებისმიერ კითხვას ვუპასუხო."


ბაჩო ახალაიას დაბრუნებას ყოფილი მთავრობის წევრებიც გამოეხმაურნენ. განცხადება ასევე გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ყოფილმა პარლამენტის თავჯდომარემ დავით ბაქრაძემ:
"ბაჩო მართალი კაცია და მართალი კაცის დაბრუნება რეალურია. მართალია მას ჯერ მე არ შევხვედრივარ მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ყველა დასმულ კითხვას გასცემს პასუხს და გამოძიებასთანაც ითანამშრომლებს."

3
283
2-ს მოსწონს
ავტორი:კიხოდი
კიხოდი
283
  
2012, 7 ნოემბერი, 1:15
ბინძური პოლიტიკა, რა მოხდა ვინ იცის... კაცი მისი ფეხით ჩამოვიდა რო დაეჭირათ )
2012, 7 ნოემბერი, 1:12
თუ პოლიტ პიარი არაა კი
2012, 7 ნოემბერი, 1:11
გაედო ბუდას? :D
0 1 3