მხატვრობა გიგანტური ფრესკები მიწაზე ავსტრალიელი კიტ ბენეტისგან 5 ივლისი, 21:44 კედლის მხატვრობა დიდი ხანია არავის აოცებს, აი, ასფალტზე გამოსახულებები, თანაც უზარმაზარი, იშვიათობაა. ავსტრალიელი კიტ ბენეტი (Kitt Bennet) ტროტუარებზე, გზატკეცილებზე, ნავმისადგომებსა და ავტოსადგომებზე გიგანტურ ფრესკებს ქმნის. მათი შეფასება მხოლოდ ჩიტის ფრენის სიმაღლიდან არის შესაძლებელი, რადგან ზოგიერთი ნამუშევარი ასობით კვადრატულ მეტრს იკავებს.
![]() კიტ ბენეტი ქმნის მრავალფეროვან გამოსახულებებს, ყველაზე ხშირად ეს არის მიწაზე გაშოტილი ადამიანები ან ჩონჩხები. ისინი გიგანტებს ჰგვანან, რომლებიც თითქოს ციდან მელბურნის ქუჩებში ჩამოცვივდნენ და სხვადასხვა პოზაში გაიყინნენ. ასეთ ჰორიზონტალურ ფრესკებზე მუშაობა ძალიან შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია. მხატვარი იყენებს საღებავის დიდ ვედროებსა და ლილვაკებს, ასევე ცარცს ესკიზების შესაქმნელად. მუშაობაში ეხმარება კვადროკოპტერი, რომელიც „ტილოს“ მიმოხილვას უზრუნველყოფს. ![]() ![]() გამოსახულებების უფრო რეალისტურად წარმოსაჩენად ბენეტი თამაშობს ჩრდილებით და განათებით, რაც ქმნის მოცულობის ილუზიას. ავსტრალიელის ნახატები სუნთქვისშემკვრელია. სამწუხაროა, რომ მიწაზე დგომისას მათ მთელი დიდებულებით ვერ დაინახავთ, მაგრამ საკმარისია 100-200 მეტრ სიმაღლეზე ასვლა და ნანახი ნამდვილად დიდხანს დაგამახსოვრდებათ. ![]() ![]() ![]() ფრილანსერი ქუჩის მხატვრის ნახატები ხანდაზმულ თაობას შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს. აი, ახალგაზრდა ავსტრალიელები ყოველთვის აღფრთოვანებულები არიან მათით, რადგან ბენეტი ქუჩების რიტმს გრძნობს. მის ნამუშევრებში ხშირად გვხვდება თანამედროვე ახალგაზრდული კულტურის საგნები: BMX ველოსიპედები, როლიკები, სკეიტბორდები, Сonverse-ის კედები. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასევე დაგაინტერესებთ: კარგად დააკვირდით - მხატვარი ხატავს ნახატებს ათასობით ასოს გამოყენებით ჯოზეფ კოუტის ფერთა სიმფონია - მხატვარი, რომელიც ისე ხატავს ზეთით, თითქოს აკვარელი იყოს როცა დაღვრილი ყავა ხელოვნების ნიმუშად იქცევა - 22 ფოტო ტამბო ხელოვნება, წარმოუდგენელი ნახატები ბრინჯის მინდვრებში იაპონიაში კორეელი მხატვრის გასაოცარი ნამუშევრები ქაღალდით - წვრილმანებამდე გათვლილი ფოტოს და ილუსტრაციის შერწყმა: რობინ იაილას 35 კრეატიული ნამუშევარი მხატვარი ღრუბლებს ფოტოებს უღებს და იუმორით მონახაზს ასრულებს 56 შეფასება არ არის |