x
მეტი
  • 20.07.2025
  • სტატია:143432
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515447
"ერთმანეთს აღარ ვაკოცებთ"-ჯგუფ „ტატუს“ სოლისტები ლგბტ-ს განუდგნენ
image

ჯგუფ „ტატუს“ სოლისტებმა პირობა დადეს, რომ ერთმანეთს აღარ აკოცებენ.


ჯგუფ „ტატუს“ (t.A.T.u.) სოლისტებმა, იულია ვოლკოვამ და ლენა კატინამ, რომლებიც კვლავ გაერთიანდნენ და გამართავენ კონცერტებს ლგბტ თემი უარყვეს და პირობა დადეს, რომ აღარ აკოცებენ ერთმანეთს, არ ჩაეხუტებიან და არ დაიცავენ დისტანციას სცენაზე. Mash-ის ცნობით, არტისტები კონცერტებზე ისე აღარ მოიქცევიან, როგორც იქცეოდნენ კარიერის დასაწყისში.


როგორც ცნობილი გახდა, ჯგუფი ჯგუფ „ტატუ გეგმავს გამოსაშვებ საღამოებზე, მუნიციპალურ ღონისძიებებზე და ქალაქის დესასწაულებზე გამოსვლას. ახლა მათი კონცერტების ასაკობრივი ზღვარი „10+“-ია.



ახალი წესების დარღვევის შემთხვევაში, ორივე მზად არის 10 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა გადაიხადონ.


ადრე, ბრიანსკის რეგიონალური დუმის დეპუტატმა და საზოგადოებრივი მოძრაობა „მართლმადიდებლური რუსეთის“ ხელმძღვანელმა მიხაილ ივანოვმა მოითხოვა, რომ ჯგუფი „ტატუ“ შემოწმდეს ლგბტ ურთიერთობების პროპაგანდაზე.

image

ჯგუფი ჯგუფ „ტატუს"-ისტორია 1999 წლიდან იწყება, რომელმაც პროდიუსერმა ივან შაპოვალოვმა კომპოზიტორ ალექსანდრ ვოიტინსკისთან ერთად შექმნა . თავდაპირველად, ჯგუფი ლესბოსელების იმიჯს იყენებდა, მაგრამ საბოლოოდ უარი თქვა მასზე.


„ტატუ“ ყველაზე წარმატებული რუსული პოპ ჯგუფია, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. მათი სინგლები, როგორც ინგლისურ, ასევე რუსულ ენებზე, რუსეთის, ავსტრალიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-სა და სხვა ქვეყნების ჩარტების სათავეში მოექცა. მათი სადებიუტო ინგლისურენოვანი სინგლი „All the Things She Said“ წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სინგლად იქცა და მსოფლიოს მთავარი მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა.

2002 წლის ინგლისურენოვანმა ალბომმა " 200 km/h in the Wrong Lane" მსოფლიოს 15 ქვეყანაში მიიღო "ოქროს" და " პლატინის" სტატუსი, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და იაპონიაში.



„ტატუ“ პირველი და ერთადერთი რუსული ჯგუფია, რომელმაც IFPI-ს ჯილდო მიიღო გაყიდული ალბომების რაოდენობისთვის.

image

0
56
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0