რელიგია "რელიგიურმა სექტამ ტვინი გამომირეცხა და კინაღამ მაიძულეს მოძალადის "პატარძალი" გავმხდარიყავი" 5 ივლისი, 17:00 ![]() კამერონის თქმით, ის სექტაში 2011 წელს მოხვდა. იმ დროს ის 18 წლის იყო. ერთ დღეს, წიგნის მაღაზიაში გოგონა მიუახლოვდა. მან სამხრეთ კორეელ სტუდენტად-იუჯუნად გააცნო თავი, რომელიც ავსტრალიურ კულტურას სწავლობდა და კამერონს გამოკითხვის ჩატარება სთხოვა. ქალი დათანხმდა და რამდენიმე დღის შემდეგ იუჯუნმა ჩაიზე დაპატიჟა. კამერონის თქმით, იმ საღამოს ის ახალი ნაცნობისა და მისი მეზობლების მზრუნველობითა და სიყვარულით იყო გარშემორტყმული და გადაწყვიტა მათთან კომუნიკაციის გაგრძელება. თავად გოგონამ ვერ შეამჩნია, როგორ დაიწყო რეგულარულად ლოცვა, დილის ექვს საათზე მიდიოდა მათთან და საათობით კითხულობდა ბიბლიას. იუჯუნმა უთხრა, რომ ისინი ყველანი სარანგის ეკლესიის წევრები იყვნენ, რომლის დამფუძნებელი, პასტორი ჯოშუა ანუ ჩონ მენ სოკა იყო, რომ ის უსამართლოდ იყო დაპატიმრებული სამხრეთ კორეაში. კამერონს უთხრეს, რომ ის არ იყო დამნაშავე, არამედ მესია და რომ ის მისი ერთ-ერთი "ზეციური პატარძალი" უნდა გამხდარიყო. გოგონამ დაიჯერა . ![]() როგორც კამერონი აღნიშნავს, ის და კულტის წევრები მალევე სამხრეთ კორეაში გაემგზავრნენ ჩონ მენ სოკას სანახავად. გოგონამ ის ციხეში ნახა, რის შემდეგაც მისგან სექსუალური ხასიათის წერილების მიღება დაიწყო. კამერონის თქმით, მის მიმართ სიყვარული არ უგრძვნია და რელიგიური სექტის ზეწოლით, ამის გამო საკუთარი თავი დაისაჯა მისი სასჯელები იმდენად მომქანცველი იყო, რომ საავადმყოფოში აღმოჩნდა. იქიდან შეშფოთებულმა დედამ პირდაპირ ფსიქოლოგთან გააგზავნა. ![]() სპეციალისტმა გოგონას აუხსნა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის რელიგიური კულტის წევრი იყო. ის ახალი ნაცნობებს ჩამოაშორეს და კატეგორიულად აუკრძალეს ინტერნეტში სარანგის ეკლესიის შესახებ რაიმეს წაკითხვა. კამერონს უთხრეს, რომ ჩონ მენ სოკა ტყუილად კი არ იჯდა ციხეში, როგორც მას სჯეროდა, არამედ სამი ქალის გაუპატიურებისთვის იყო გასამართლებული. გოგონას თქმით, წელიწადნახევრის შემდეგ მისთვის ამ ყველაფრის გაცნობიერება რთული აღმოჩნდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მწარე სიმართლეს შეეგუა. მან განმარტა, რომ გადაწყვიტა თავისი ისტორიის გაზიარება, რათა დაემტკიცებინა, რომ სექტიდან თავის დაღწევა შესაძლებელია. ![]() 81 2-ს მოსწონს
|