საზოგადოება
"გამოიყვანეთ ახლა თქვენი ”გმირი” და ის კანონიერი ქურდიც მომიკითხეთ აქციებს რომ აორგანიზებდა"- რას წერს ელისო კილაძე
4 ივლისი, 23:17

ჟურნალისტი, ელისო კილაძე ნამახვანში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:
"საქართველომ თურქულ კომპანიასთან, ნამოხვან ჰესზე არბიტრაჟში დავა წააგო და კომპენსაციად 450 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს!
გამოიყვანეთ ახლა თქვენი”გმირი” ვარლამ გოლეთიანი და მისი მრევლი, გაუყიდეთ ქონება და გადაიხადეთ ეს თანხა!
ჰო, მიწები რომ დათმეთ და ფული აიღეთ ის ფულიც დააბრუნეთ ადგილობრივებმა და ის კანონიერი ქურდიც მომიკითხეთ აქციებს რომ აორგანიზებდა კულისებიდან‼️
თქვენი გაყიდული****"- ვკითხულობთ ელისო კილაძის პოსტში.
ნამახვანში ჰესის მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებულ დავაზე თურქულმა კომპანია „ენკამ“ საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟი მოუგო. თურქული მედიის ინფორმაციით, არბიტრაჟმა საქართველოს თურქული კომპანიის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 383.2 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
საარბიტრაჟო დავა 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ინვესტორთან მოშალა ნამოხვანჰესის $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შეთანხმება. კომპანიამ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების მოშლას უკავშირდებოდა.