ფეხბურთი გადარჩენის შანსი არ იყო- გამვლელი მიერ გადაღებული დიეგუ ჟოტას ავარიის პირველი წუთები (ვიდეო) 4 ივლისი, 18:55 ![]() გასწრების დროს დიოგო ჟოტას მანქანას საბურავი გაუსკდა. ამ დროს მძღოლმა კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავიდა, ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ერთ-ერთმა გამვლელმა მძღოლმა ავარიის ადგილის პირველი წუთები ვიდეოზე გადაიღო გადაიღო, ვიდეოში ჩანს ცეცხლმოკიდებული მანქანა, რომელშიც დიოგუ ჟოტა და მისი უმცროსი ძმა ანდრე სილვა იმყოფებოდნენ. ძმებს ცეცხლში გახვეული მანქანიდან გადმოსვლის საშუალებაც ფაქტობრივად კი არ ჰქონდათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილს გადაურჩა მათი მეგობარი. ![]() ოთხშაბათს, 28 წლის ჟოტამ და კარდოსომ ქორწილის ვიდეო გამოაქვეყნეს წარწერით: "დღე, რომელსაც არასდროს დავივიწყებთ". ![]() ![]() „ნომერი 20 სამართლიანად დარჩება უკვდავად ლივერპულის 2024/25 წლების ჩემპიონობაში შეტანილი წვლილისთვის, რომელიც კლუბის ისტორიაში მე-20 ტიტულიც აღმოჩნდა. მერსისაიდულ დერბიში, ფანების წინაშე თავის სტილში გატანილი გამარჯვების გოლი კი - სამწუხაროდ, მის კარიერაში უკანასკნელი აღმოჩნდა." - წერია კლუბის განცხადებაში. 136 2-ს მოსწონს
|