x
მეტი
  • 15.07.2025
  • სტატია:143340
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515408
აშშ-ში ''ყველაზე იდუმალმა'' დამნაშავემ მძინარე გოგონების მკვლელობა აღიარა
image

ამერიკელმა მკვლელმა ბრაიან კობერგერმა აღიარა ოთხი მძინარე სტუდენტის მკვლელობა.



ბრაიან კობერგერმა, რომელსაც აშშ-ში ყველაზე ''იდუმალ მკვლელად'' მოიხსენიებენ, აღიარა სამი მძინარე გოგონას და ერთ-ერთი მათგანის საყვარლის მკვლელობა. ამის შესახებ Washington Post იტყობინება.


30 წლის კობერგერმა გამოძიებასთან გარიგება დადო და დანაშაულის აღიარებას დათანხმდა. გარიგების პირობების თანახმად, მას სიკვდილით არ დასჯიან. მას ოთხგზის სამუდამო პატიმრობა ემუქრება, ასევე დამატებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შენობაში უკანონო შესვლისთვის. საბოლოო განაჩენს სავარაუდოდ, 23 ივლისს გამოიტანენ.


image

ბრაიან კობერგერი 2022 წლის 30 დეკემბერს დააკავეს, აშშ-ს მოსკოვში აიდაჰოს უნივერსიტეტის ოთხ სტუდენტზე თავდასხმიდან თვენახევრის შემდეგ. გამომძიებლების თქმით, 13 ნოემბრის ღამეს კობერგერი შევიდა სახლში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და სასტიკად გაუსწორდა მათ.დანაშაულის ადგილზე იპოვეს დანის პირი, რომელზეც კობერგერის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა.ასევე ამოიღეს სათვალთალო კამერის კადრები.

image

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კობერგერი ეჭვმიტანილი იყო კიდევ ერთი დანაშაულის ჩადენის მცდელობაში. სტუდენტების ხოცვა-ჟლეტამდე ერთი თვით ადრე, უცნობი პირი დანით შეიარაღებული შეიჭრა მეზობელ ქალაქში მდებარე სახლში. მას იგივე სათხილამურო ნიღაბი ეკეთა, რაც კობერგერს.


პროკურორებს არ უსაიბრიათ იმაზე, თუ რა იყო, მათი აზრით, კოხბერგერის მოტივი ან ჰქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი მსხვერპლებთან.სწორედ ამიტომ დარჩება "ყველაზე იდუმალ" მკვლელად.

0
153
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0