კოლექციები უკვდავი კლასიკა - კრისტი ტერლინგტონი Vogue-ის 1992 წლის ფოტოსესიაში 3 ივლისი, 23:37 რამდენიმე დღის წინ წავაწყდი კრისტი ტერლინგტონის 1992 წლის ფოტოსესიას და მივხვდი, რომ არ შემეძლო, არ გამეზიარებინა. მასში არის რაღაც, რაც მზერას იპყრობს და სახეზე ღიმილს ჰგვრის. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოები დეკემბრის ნომრისთვის გადაიღეს, ისინი ზაფხულის ატმოსფეროს ასხივებენ და შესანიშნავად ასახავენ იტალიური რივიერას კოლორიტს.
![]() ტანსაცმელს, რომელიც კრისტის აცვია, შეიძლება ეწოდოს უკვდავი კლასიკა, რომელიც მარტივად შეგიძლიათ დაამატოთ თქვენს გარდერობში ახლაც. ფოტოსესია 90-იანი წლების დასაწყისის მოდას წარმოადგენს, მაგრამ ტანსაცმელში ადვილად ამოიცნობა მე-20 საუკუნის 50-იანი და 60-იანი წლების ნოტები. ![]() არტურ ელგორტი ფოტოსესიას ერქვა „ღია ბარათი პორტოფინოდან“, ფოტოგრაფი იყო არტურ ელგორტი, ხოლო მოდელი - კრისტი ტერლინგტონი, 90-იანი წლების სუპერმოდელების „ოქროს ხუთეულის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი. ![]() კრისტის აცვია Isaac Mizrahi-ს კაბა. ჩანთა: Magid. ფეხსაცმელი: Manolo Blahnik. სხვათა შორის, ჩვენებაზე კაბას ქამარი ჰქონდა, მაგრამ სარედაქციო მასალის გადაღებებზე მასზე უარი თქვეს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პოდიუმზე კაბა პირიქით ეცვათ, ღილები ზურგზე იყო განლაგებული, კრისტის კი ღილები წინ აქვს. ეს 90-იან წლებში ხშირი პრაქტიკა იყო. ![]() ![]() ![]() ![]() კაბა: Escada. თავშალი: Eve Reid. ![]() ქვედაბოლო: Vogue Pattern #8331. ბოდე: Ungaro Parallele. სათვალე: Christian Roth for Optical Affairs. საყურე: Trifari Jewelry. ფეხსაცმელი: Manolo Blahnik. ![]() კაბა: Carolina Herrera. შლაპა: Norma Kamali. საყურე: Trifari Jewelry. ჩანთა: Magid. ფეხსაცმელი: Donna Karan Footwear. ![]() ![]() კაბა: Karl Lagerfeld. თავშალი: H. Kauffman & Sons Saddlery. სათვალე: Christian Roth for Optical Affairs. საყურე: Trifari Jewelry. სამაჯური: R.J. Graziano. ![]() საცურაო კოსტიუმი: The First Resort. საყურე: Trifari Jewelry. ჩანთა: Magid. ფეხსაცმელი: J. Crew. ![]() სანაპიროს კაბა: Norma Kamali. საყურე: Trifari Jewelry. ჩანთა: Magid. ფეხსაცმელი: J. Crew. ამ ფოტოზე უკეთ ჩანს საცურაო კოსტიუმის ქსოვილის სტრუქტურა. სხვათა შორის, ბრენდი აგრძელებს მსგავსი ტიპის საცურაო კოსტიუმების გამოშვებას. ![]() ![]() კაბა: Badgley Mischka. საყურე: Trifari Jewelry. თავშალი (ქამრის ნაცვლად): H. Kauffman & Sons Saddlery. ფეხსაცმელი: J. Crew. ![]() ![]() ![]() კაბა: Valentino. სათვალე: Christian Roth for Optical Affairs. საყურე: Trifari Jewelry. ჩანთა: Magid. ![]() კაბა: Steven Stolman for Albert Nipon. ჩანთა: Magid. თავშალი: H. Kauffman & Sons Saddlery. ![]() კაბა: Oscar de la Renta. შლაპა: Eric Javits. ფეხსაცმელი: Sam & Libby. კაბის კიდევ რამდენიმე ფოტო. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() Chanel-ის კაბა ![]() შორტი და როლინგი: Isaac Mizrahi. შლაპა: J. Crew. თავშალი: Eve Reid. ლუქი ჩვენებიდან. ფოტოსესიისთვის ქამარი თავშლით ჩაანაცვლეს. ![]() ![]() კაბა: Isaac Mizrahi. საყურე: Trifari Jewelry. ჩანთა: Magid. ფეხსაცმელი: J. Crew. ფოტო პოდიუმიდან. აქ კაბა უკეთ ჩანს. ![]() ![]() კაბა: Tyler Trafficante. სათვალე: Alain Mikli. ![]() შარვალი: Emilio Pucci. ტოპი: Guess. თავშალი: Eve Reid. ფეხსაცმელი: J. Crew. ასევე დაგაინტერესებთ: ოდესღაც საძულველი - პრინცესა დიანას ეს შარვალი წელს სახელს გაგითქვამთ წარსულის უნიკალური ხიბლი: 22 ვინტაჟური ნივთი, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო ლამაზი გახდა 20 უჩვეულო სათვალე გასული საუკუნიდან 90-იანი წლების ველური მოდა: რას იცვამდნენ მოდელები ჩვენებების დროს მინი ქვედაბოლოს ისტორია ჩინური ქრონიკებიდან მადონამდე და ბრიტნი სპირსამდე შთაგონება: ოდრი ჰეპბერნის ყოველდღიური სტილი 92 შეფასება არ არის |