ისტორია ГАИ -ის ავტომობილები საბჭოთა კავშირში 3 ივლისი, 15:32 ![]() სახელმწიფო საავტომობილო ინსპექციის შექმნამდე გზებზე მოძრაობას მილიცია აკონტროლებდა, ანუ მის დაქვემდებარებაში მყოფი ОРУД - ქუჩაში მოძრაობის რეგულირების განყოფილება, რომლის ამოცანა მხოლოდ მოძრაობის პირდაპირ კონტროლს მოიცავდა. ОРУД ცალკე განყოფილებად 1950-იან წლებამდე დარჩა. თუ როგორ დაამახსოვრდათ საბჭოთა მოქალაქეებს ГАИ -ის ტიპიური წარმომადგენელი-ავტოინსპექტორი, ბევრს კარგად მოეხსენება-ჩვეულებრივი შარაზე მდგომი "ფორმიანი ყაჩაღი", რომლის ძირითადი მიზანი მხოლოდ ფულის გამოძალვა იყო. ეს ცალკე თემაა, ახლა კი გავიხსენოთ ის ავტომობილები, რომელიც სახელმწიფო ავტოინსპექციას ემსახურებოდა: გაზ M-1 (სახალხო ენაზე ცნობილი როგორც „ემადინი“) საბჭოთა მსუბუქი ავტომობილი, რომელიც მასობრივად იწარმოებოდა გორკის საავტომობილო ქარხანაში 1936 წლიდან 1942 წლამდე. ![]() ომის შემდეგ, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ГАИ იძულებული იყო გამოეყენებინა ნადავლი ავტომობილები, რომელთა მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში არასურველი იყო . ცოტა მოგვიანებით, დაიწყო Moskvich-400 სედანების გამოყენება, რომლებიც სტრუქტურულად გერმანული Opel Kadett K38 -ის ასლი იყო. ![]() საგზაო ავტოინსპექტორებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მანქანა იყო "ვოლგა"გაზ-21. მანქანის სახურავზე დამონტაჟებული იყო სპეციალური სადგამი, რომელზეც დინამიკი იყო მიმაგრებული. ![]() ![]() მოსკვიჩი-412 ![]() რაფ-22033 ![]() ![]() ![]() ![]() 254 2-ს მოსწონს
|