სისხლის სამართალი აშშ-ში პოლიციამ დრონისა და სასმელის დახმარებით გაანეიტრალა დამნაშავე 3 ივლისი, 12:47 ![]() 27 ივნისს, საღამოს დაახლოებით ხუთის ნახევარზე, შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა მიჩიგანის შტატის ქალაქ საგინოში მდებარე Mercantile Bank-ში და თანამშრომელი ქალი მძევლად აიყვანა. პოლიციამ მოლაპარაკებები დაიწყო მამაკაცთან და ამასობაში ბანკის ფილიალის გარშემო მრავალი ცნობისმოყვარე შეიკრიბა, პოლიციის გაფრთხილების მოიხედავად, თვითმხილველები ოპერაციის მსვლელობას მობილური ტელეფონებით იღებდნენ. ბოროტმოქმედმა უარი თქვა ბანკის თანამშრომლის გაშვებაზე. სამართალდამცავებმა შენობაში შტურმზე უარი თქვეს, რადგან ქალი შეიძლებოდა დაშავებულიყო.ამასობაში დამნაშავემ სასმელი მოითხოვა. ![]() თავდამსხმელი მძიმედ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მძევალი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა იმავე ღამით გამოწერეს. ![]() ოპერაციაში ჩართული იყო რამდენიმე სამართალდამცავი ორგანო, მათ შორის ქალაქ საგინოს პოლიცია და საგინოს პოლიციის დეპარტამენტი. შტატის პოლიციის ცნობით, გამოძიება გრძელდება. 201 2-ს მოსწონს
|