x
მეტი
  • 15.07.2025
  • სტატია:143340
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515408
სპორტსმენით, რომელსაც გარბენის დროს პენისი ამოუვარდა, საცვლების ბრენდები დაინტერესდნენ (ვიდეო)
image

საცვლების ორმა ბრენდმა თანამშრომლობა შესთავაზა მორბენალს, რომელსაც გარბენის დროს საცვალი გაერღვა და ასო სარცხვინელი გამოუჩნდა, ამის შესახებ იტყობინება OutKick-ი.


ამერიკელმა მორბენალმა კრის რობინსონმა ივნისში ჩეხეთის რესპუბლიკაში Ostrava Golden Spike-ი მოიგო. სპორტსმენმა 400 მეტრიანი გარბენი ბარიერებით, მდევარ მეტოქეს 0.06 წამით მოუგო.შუა შეჯიბრის დროს მორბენალს საცვალი გაერღვა და მან დარჩენილი დისტანცია გადმოგდებული პენისით დაასრულა. რობინსონმა გამარჯვება მალაყის შესრულებით აღნიშნა.

image


აშკარა დისკომფორტის მიუხედავად, რობინსონმა შთამბეჭდავი კონცენტრაცია აჩვენა. მისი დრო მხოლოდ 0.1 წამით ნაკლები იყო მის პირად რეკორდზე. სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც რობინსონი რბოლას ასრულებს. ინციდენტის შემდეგ, საცვლების ორმა ბრენდმა - Shinesty-მ და Krakatoa-მ - სპორტსმენს თანამშრომლობა შესთავაზა


კომპანიები სურთ, რომ მან მათი პროდუქციის რეკლამირება მოახდინოს, რომელიც სპეციალურად აქტიური სპორტისთვისაა შექმნილი. როგორც Krakatoa-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალექს ბორტულიციმ განაცხადა, მათი დიზაინი „გამორიცხავს ასეთ უხერხულ სიტუაციებს, რადგან საცვალში დამატებით სპეციალური ჯიბეა ჩაკერებული“. მედიის ცნობით, რობინსონი უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს შესაძლო კონტრაქტებზე.



მანამდე, პარიზში გამართული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა იტალიელი ჭოკით მხტომელი ენტონი ამირატი . მას შემდეგ, რაც მან პენისით ძელი ჩამოაგდო, სპორტსმენს შესთავაზეს პორნო საიტისთვის სტრიმში ფულის სანაცვლოდ გაშიშვლება.

0
294
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0