ცომეული ხაჭოს ფუნთუშები – მარტივად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი 2 ივლისი, 8:39 ![]() ✅ ინგრედიენტები: (ამ მასალით 24-25 ცალი ფუნთუშა გამოდის)ხაჭო (წვრილმარცვლოვანი) — 400 გრ. კვერცხი — 3 ცალი შაქარი — 100 გრ. მარილი — მწიკვი სოდა — 1 ჩ. კ. ვანილინი — 1 ჩ. კ. ზეთი (რაფინირებული) — 1 ს. კ. + გამოსაცხობად (რაოდენობა ტაფის ზომაზეა დამოკიდებული).ფქვილი — 300 – 320 გრ. ✅ მომზადება:I. მოათავსეთ თასში ხაჭო > დაამატეთ კვერცხი, მარილი, ვანილინი, შაქარი, სოდა და 1 ს. კ. ზეთი > დააბლენდერეთ. II. ხაჭოს მასას, თანდათანობით, დაამატეთ ფქვილი. თუ 300 გრ. ფქვილის დამატების შემდეგ, ცომი ხელზე გეწებებათ, ცოტა ფქვილი კიდევ დაამატეთ. ცომი რბილი და ნაზი უნდა იყოს, მაგრამ ხელებზე არ უნდა ეწებებოდეს. III. გააბრტყელეთ ცომი 1 სმ–ს სისქეზე > დაჭერით ჭიქით, ან სპეციალური საჭრელით (ჭიქის დიამეტრი 7 სმ–ს ფარგლებში უნდა იყოს). IV. ტაფაში იმდენი ზეთი ჩაასხით, რომ ფუნთუშები ნახევრამდე დაიფაროს > გამოაცხვეთ ორივე მხრიდან, პერიოდულად გადააბრუნეთ. V. ტაფიდან ამოღების შემდეგ, ზედმეტი ზეთის მოსაცილებლად, დააწყვეთ ქაღალდის პირსახოცზე > მოაფიფქეთ შაქრის პუდრი. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:იდეალური ცომი ნებისმიერი ცხობისთვის და ხაჭოს ფუნთუშები ![]() ინგრედიენტები:✅ცომისთვის: რძე — 300 მლ. შაქარი — 100 გრ. ახალი საფუარი — 18 გრ. (ან 2 ჩ. კ. სწრაფად ხსნადი) ვანილინი — 1 მწიკვი მარილი — 0, 5 ჩ. კ. ზეთი — 50 მლ. კვერცხი — 2 ცალი ფქვილი — 550–600 გრ. კარაქი (დარბილებული) — 50 გრ. ✅ გულსართისთვის: (ამ გულსართის ნაცვლად, შეგიძლიათ სხვა გულსართი გამოიყენოთ. მაგ., ვაშლი, შოკოლადი. მთავარია, რომ საკმარისად სქელი იყოს და ცომიდან არ გადმოვიდეს) ხაჭო — 360 გრ. შაქარი — 2 ს. კ. ვანილინი — 1 მწიკვი კვერცხის გული — 1 ცალი ქიშმიში — 120 გრ. ✅ გადასასმელად: კვერცხის გული — 1 ცალი მომზადება: გაგრძელება >>>
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |