რა ვიცით აშშ-ს შესახებ? ამ ქვეყანაზე წარმოდგენა, ყველას ფილმების, ახალი ამბების და ისტორიების სახელმძღვანელოებით გვექმნება. თუმცა, არსებობს ფაქტები, რომლებსაც ამერიკაში მცხოვრებლებმაც კი, შეიძლება არ იცოდნენ. აქ სწორედ, უცნაური ამერიკის შესახებ ვისაუბრებთ:

1. «მაკდონალდსი» როგორც ცხოვრების ეროვნული სკოლა
«მაკდონალდსი» — არა მხოლოდ სწრაფი კვების სიმბოლოა, არამედ ნამდვილი ამერიკული ფენომენი. აშშ-ს ყოველი მერვე მცხოვრებს, ოდესმე ამ ქსელში უმუშავია! ბევრი ამერიკელისთვის ეს, პირველი სამსახურია, — ზრდასრულ ასაკში გადასვლის, ერთგვარი რიტუალი.
2. მონტანა: ძროხების სამეფო
წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც უფრო მეტი ცხოველია, ვიდრე ადამიანი — ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. თვალწარმტაც შტატში, თითოეულ მცხოვრებზე, სამი ძროხა მოდის. «დიდი ცა» — ასე ეძახიან მონტანას შტატს ადგილობრივები და ამ უკიდეგანო ცის ქვეშ, უამრავი საძოვარია, სადაც მილიონობით სული პირუტყვია.
ველური დასავლეთის ტრადიციები, აქ დღემდეა შემორჩენილი და მეცხოველეობა — არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ ცხოვრების წესია. ხოლო, ყოველწლიური როდეო ათასობით მონაწილეს და მაყურებელს იზიდავს.
3. ქვეყანა, ოფიციალური ენის გარეშე
ამერიკის შეერთებული შტატები ინგლისის, საფრანგეთის და ესპანეთის კოლონიების საფუძველზე შეიქმნა და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ინგლისურ ენაზე საუბრობს, ის ოფიციალურად აღიარებული არ არის.
ზოგიერთ შტატს საკუთარი ოფიციალური ენა აქვს, მაგრამ ეროვნულ დონეზე, შეერთებული შტატები, ენობრივად ნეიტრალური რჩება, რაც ქვეყანას, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს შორის, უნიკალურს ხდის.
4. რეინკარნაცია ამერიკულად
ამერიკაში, რომლის რელიგია ჩვენთვის, ქრისტიანობასთან ასოცირდება, მოქალაქეების, დაახლოებით, მეოთხედს რეინკარნაციის სჯერა. ეს კონცეფცია კი, როგორც ცნობილია, ტრადიციულად, აღმოსავლურ რელიგიებს უკავშირდება.
5. ვირჯინია — პრეზიდენტების აკვანი
ამ შტატმა, ამერიკას სხვა რეგიონებთან შედარებით, ყველაზე მეტი პრეზიდენტი აჩუქა: ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი, ჯეიმს მედისონი და ვუდრო უილსონი — ყველანი ამ შტატიდან იყვნენ.
6. მთვარის შეთქმულება: როდესაც ფაქტები სარწმუნო არ არის
«ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის...» — ყველამ იცის ნილ არმსტრონგის ეს სიტყვები. თუმცა, ამერიკელების 25%-ზე მეტი თვლის, რომ მათი ასტრონავტები მთვარეზე არასდროს ყოფილან! სამეცნიერო მტკიცებულებების, ფოტოების და მთვარის ნიმუშების მიუხედავად, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი ჰოლივუდის სტუდიაში იყო გადაღებული.
7. ეროვნული გატაცება პიცისადმი
პიცა ამერიკაში, მხოლოდ საკვები არ არის, — ის კულტურული ფენომენია. ყოველდღიურად, აშშ–ში 400 ათას კვ. კმ–ზე მეტი პიცა იწარმოება (შედარებისთვის, იაპონიის ფართობი 378 ათასი კვ. კმ–ია)!
ამ ინდუსტრიის ეკონომიკური მნიშვნელობაც უზარმაზარია: ათასობით პიცერია, მილიონობით ამერიკელს სამუშაო ადგილით უზრუნველყოფს და მრავალმილიარდიანი გაყიდვების გენერირებას ახდენს.
8. ჭარბი წონის ეპიდემია
ამერიკული კეთილდღეობის მეორე მხარე ის არის, რომ ყოველი მესამე ამერიკელი ჭარბწონიანია, ან სიმსუქნით არის დაავადებული... და ეს უბრალო სტატისტიკა არ არის — ეს ეროვნული ჯანდაცვის კრიზისია!
ხოლო მიზეზები, კომპლექსურია: სწრაფი კვების კულტურის და გიგანტური ულუფებით დაწყებული — უმოძრაო ცხოვრების წესით დამთავრებული. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ პრობლემა სულ უფრო მეტ ბავშვს ეხება. ჭარბი წონით გამოწვეული, დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო ხარჯები, ყოველწლიურად, ასობით მილიარდ დოლარს შეადგენს.
9. სამედიცინო შეცდომები: მედიცინის ბნელი მხარე
შოკისმომგვრელი ფაქტი: არსებული მონაცემებით, სიკვდილიანობის მიზეზებს შორის, ექიმების შეცდომა VI ადგილზეა. ამ სტატისტიკის მიღმა, ჯანდაცვის სისტემაში, ათასობით ტრაგედია და ფუნდამენტური პრობლემა იმალება.
მიზეზები მრავალია: ექიმების გადატვირთვის და სპეციალისტებს შორის, არასაკმარისი კომუნიკაციით დაწყებული — სადაზღვევო კომპანიების ზეწოლით დამთავრებული.
ბევრი ამერიკელი იძულებულია, ფინანსურ კეთილდღეობას და სამედიცინო მკურნალობას შორის არჩევანი გააკეთოს — სამედიცინო მომსახურების ღირებულება იმდენად მაღალია, რომ სამედიცინო ხარჯების გამო, გაკოტრება, გავრცელებულ მოვლენად იქცა.
10. პროფესიონალი მომთაბარეები
«ერთ ადგილზე, დიდხანს ნუ დარჩებით» — ბევრი ამერიკელი ამ რჩევას პირდაპირი მნიშვნელობით იგებს... და აშშ–ს საშუალო სტატისტიკური მაცხოვრებელი, ყოველ 4.5 წელიწადში ერთხელ, სამსახურს იცვლის, რაც შრომის ბაზარზე, უნიკალურ დინამიკას ქმნის.