სიახლეები "უჯიშოებო და უღმერთოებო, მოეშვით იმ ჭორების აგორებას, რომ ვითომ ვანო ტანკებით გადაუვლიდა საქართველოს" 25 ივნისი, 16:47
"ჩემო საყვარელო მეგობრებო, ახლობლებო ყველას დიდ მადლობას გიხდით ჩემი უმძიმესი ტკივილის გაზიარებისთვის.მაპატიეთ ცალ-ცალკე თვითვეულს ვერ გწერთ ამ მადლობებს ჩემი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე.
ყველაფერს ვკითხულობ ჩემი ცრემლებში მოხარშული
თვალებით.
თქვენ კი უსინდისო ტროლ-ბოტებო, უჯიშოებო და უღმერთოებო, მოეშვით იმ ჭორების აგორებას, რომ ვითომ ვანო ტანკებით გადაუვლიდა
საქართველოს, იმ საქართველოს რომელზედაც აფანატებდა მთელი ცხოვრება.
ფაქტი დამიდეთ ერთი მაინც, თქვე მართლა ჯოჯოებო, ისე გაიხარეთ მაგ სიმართლით ჭორიკნებო, რასაც ჩემი პატრიოტი შვილი არასოდესს იტყოდა მაგას,
გაიგეთ თქვენ, განსაკუთრებით მამრო ჯოჯოებო, ჩემი შვილი გმირია, ის საქართველოს ყველა ომში იბრძოდა და იცავდა ვაჟკაცურად თავის სამშობლოს, რუსი ოკუპანტებისაგან, რომლებმაც ჩემი დის ოჯახიც გაანადგურეს.აფხაზეთის ომმა დააქცია ჩემი დის ოჯახი;
ვანო ნადირაძემ 55 წლამდე იმდენი გააკეთა სამშობლოსთვის, თქვენ ყვავებო 300 წელი რომ იჩხავლოთ ამ ქვეყანაზე, ვანოსთან ფეხს ვერ გაშლით.
მისი სული უფალმა მშვიდად გაიყვანა სამოთხეში. თქვენ კი ჯოჯოხეთის მაშხალებო ღმერთმა იცის რა გელოდებათ.მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, რა დედისგან ხართ გაჩენილები ასეთი უჯიშოები და უღმერთოები???
ფაქტი დამიდეთ ერთი მაინც, რომ ვანო საქართველოს ემუქრებოდა და იქნებ მეც აღარ დავიტირო ჩემი შვილი.
მაგრამ ანა მაღრაძეს ასეთი შვილები არ გაუზრდია, ვანო გმირი, მამაცი მებრძოლი იყო ორი სპეციალობით, უაღრესად ნაკითხი და პროფესიონალი მეომარია, უამრავი ჯილდოებით
და მეორე შვილი
ჩემი მარინა კი,
დამსახურებული პედაგოგი ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობით. 29 წელი სკოლას ემსახურა.
უმაღლესი და უპატიოსნესი ცოლშვილი ჰყავს ვანოს, თქვენ იკითხეთ, რომ თქვენს გვერდით რას აკეთებენ თქვენი ოჯახები არც კი გეცოდინებათ, სჯობს ჭორებს დაანებოთ თავები და თქვენ ოჯახებს მიხედოთ ჯოჯოებო.
თქვენ ადამიანებს ვერ გიწოდებთ მე გამწარებული დედა
ანა მაღრაძე.
ჩემი შვილი ვალმოხდილი წავიდა ამ ქვეყნიდან, მან ოქროს სახელი დატოვა მთელ სამყაროში, ყველა ქვეყნიდან მწერდნენ მადლობებს მისი გაზრდისთვის და ეხლა კი სამძიმარს
ჩემო გულშემატკივრებო, თქვენ კი დიდ ბოდიშს გიხდით ამ სტატუსისათვის, მე თქვენ მიყვარხართ და ბრძოლა გრძელდება თავისუფლებისათვის
დიდება საქართველოს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!"
შეგახსენებთ, 22 ივნისს უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე მოულოდნელად გარდაიცვალა.სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა, თუმცა ქართველ მებრძოლებს მიაჩნიათ, რომ ის შესაძლოა მოწამლეს.
ვანო ნადირაძე ოპერაცია „კოდორი-2007“-ის მეცხრე მონაწილეა, რომელიც საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. მანამდე ის არაერთხელ აცხადებდა, რომ რუსული სპეცსამსახურები მის მოკვლას ცდილობდნენ, 2007 წელს, კოდორის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისთვის, სადაც ქართველმა სპეცრაზმელებმა, რომელთა შორის ვანო ნადირაძეც, დახვრიტეს ოკუპირებული აფხაზეთის არმიის ორი რუსი სამხედრო ინსტრუქტორი. ქართველი მებრძოლი ლაშა ძაგანაშვილის თქმით, ტრაგიკულ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, კიევის ცენტრში მდებარე ბარ „პეჩერსკში“ ყავა მხოლოდ ვანო ნადირაძემ დალია. დანარჩენებმა კი ჩაი. 111 2-ს მოსწონს
|