ავტოშოუ ნიდერლანდებში „ბუხანკას“ მოყვარულთა ყოველწლიური შეხვედრა იმართება 25 ივნისი, 15:16 ![]() ნიდერლანდებში „ბუხანკას“ მოყვარულთა ყოველწლიური შეხვედრა იმართება. ათეულობით УАЗ-ის მფლობელი იკრიბება და განიხილავენ თავის საყვარელ ავტომობილებს. ეს ტრადიცია 7 წელია გრძელდება. ![]() ![]() ის აერთიანებს ორი ქვეყნის-ნიდერლანდებისა და ბელგიის საბჭოთა რარიტეტული ავტომობილების მოყვარულებს. ![]() "ბუხანკას" მოყვარულები არა მხოლოდ სამშობლოში იკრიბებიან, არამედ მის საზღვრებს გარეთაც მოგზაურობენ. ახლა ისინი ზამთარში, 2026 წლის 9 იანვრიდან 19 იანვრამდე ყირგიზეთში მოგზაურობას გეგმავენ და ამტკიცებენ, რომ "ბუხანკა" ასეთი მოგზაურობისთვის შეიქმნა: სპეციალურად „გაყინული ტბებისთვის, დაუსრულებელი თოვლიანი ვაკეებისთვის და ცივი სტეპური ქარებისთვის“. ![]() UAZ Bukhanka Aanmodderaars-ის საზოგადოების წევრები ყიდულობენ ბუხანკას და მათ მოძრავ სახლებად გადააკეთებენ ხოლმე. ![]() УАЗ-452, ანუ მეტსახელად "ბუხანკა", ასევე უწოდებენ "ტაბლეტს" ჯერ კიდევ 1965 წელს დამზადდა და ამ წლების განმავლობაში ერთ-ერთი უიშვიათესი ავტომობილია, რომლის დიზაინი, ტექნიკური მახასიათებლები და კომფორტი ფაქტობრივად დღემდე არ შეცვლილა, რის გამოც ხშირად დაცინვის ობიექტი ხდება.ეს მოდელები დღედე გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებისათვის:სასწრაფო, სამხედრო, სამგზავრო, სატვირთვო და საოჯახო. ![]() 265 2-ს მოსწონს
|