საქართველო
"ახლა მაინც თუ ხვდებით და ცოტა მაინც გრცხვენიათ"- რას წერს გია ხუხაშვილი
24 ივნისი, 12:51

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ახლა მაინც თუ ხვდებით და ცოტა მაინც გრცხვენიათ ხაზარაძის ლანძღვის გამო, რომ რეჟიმის ამოცანა არა თუ პარტიების არჩევნებში შეთრევა, არამედ პირიქით, მათი ლეგალური პოლიტიკური სივრციდან გაყვანა იყო…"- ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ლელო ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე დააკავეს. სასამართლომ ის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით. მასთან ერთად დააკავეს ასევე ბადრი ჯაფარიძეც. ოპოზიციონერ ლიდერებს, სავარაუდოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიის ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.