კახეთი სოფელ ოზაანში ერთმა პირმა ავტომატით 4 ადამიანი დაჭრა 23 ივნისი, 18:02 ![]() ამათგან, ორი გ, თ და ლ.ქ. დედოფლისწყაროს კლინიკაში იქნენ გადმოყვანილი ღამის 4 ის ნახევარზე, ერთს ქონდა მხარის და მეორეს წინამხარის ჭრილობა. როგორც კლინიკის ქირურგი შოთა ქუფარაშვილი აღნიშნავს: "ორივე პაციენტს დავუმუშავე ჭრილობა, ამოვიღე ტყვია, მათი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი და დღეს შუადღისას გავწერეთ კლინიკიდან, სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებდნენ. 30 წლის კ.ბ. ფეხის არეში დაჭრილი თვითონ წავიდა წნორის არქიმედეს საავადმყოფოში, ხოლო 41 წლის გ.კ., რომელიც კუდუსუნის არეში არის დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო მანქანით წნორის არქიმედეში იქნა გაფაყვანილი. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსი ფატი ჯანყარაშვილი ამბობს, რომ ვინაიდან გ, კ.-ს მძიმე ჭრილობა ქონდა მიყენებული, ოპერატორმა გადაწყვიტა მისი წნორის არქიმედეს კლინიკაში გადაყვანა. სოფელ ოზაანის გამგებელი ვანო ბენაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალები არ იცის: "ვიცი მხოლოდ ის, რომ 4 დაჭრილიდან ორი არის ოზაანელი, ის ორი არაა სოფლის მაცხოვრებელი, რა მოხდა, რატომ დაჭრა ნ.კ -მ ეს მოქალაქეები ამაზე ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი". როგორც ცნობილი გახდა აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 117 მუხლის პირველი ნაწილით და მიმდინარეობს გამოძიება. 152 1-ს მოსწონს
|