x
მეტი
  • 20.07.2025
  • სტატია:143434
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515456
ქალმა სანაპიროზე ულამაზესი ნიჟარა იპოვა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს
image

იაპონიაში, ოკინავას კუნძულზე, ქალმა საშიში ლოკოკინა აიყვანა და ვერც კი შენიშნა. ამის შესახებ People წერს.


29 წლის ბეკილი როულსი ქმართან ერთად ოკეანის სანაპიროზე გავიდნენ, რათა ენახათ, რა რჩებოდა ნაპირზე მიქცევის შემდეგ. ქალმა აღნიშნა რომ ქვიშაზე, როგორც წესი, შეგიძლიათ იპოვოთ კიბორჩხალები, ჰოლოთურიები(ზღვის კიტრი) და თევზიც კი. იმ დღეს, ის ულამაზეს ნიჟარას გადააწყდა.


როგორც როულსი ამბობს, ეს უჩვეულო ნიჟარა შიშველი ხელებით აიღო, რათა უფრო ახლოდან დაეთვალიერებინა. უეცრად, მან შენიშნა, რომ შიგნით რაღაც მოძრაობდა. შეშინებულმა ქალმა ის ქვიშაზე დადო, შემდეგ კი, ცნობისმოყვარეობის გამო, გადაწყვიტა, ინტერნეტში ენახა თუ რასთან ჰქონდა საქმე. მან ნიჟარის ფოტო ატვირთა და მიხვდა, რომ სასწაულებრივად გადარჩა.


image

გაირკვა, რომ როულსს ხელში კონუსისებრი ლოკოკინა ეჭირა, რომლის შხამსაც შეუძლია ადამიანის პარალიზება და მოკვლაც კი. მისი ანტიდოტი ჯერ არ არსებობს. „მას მეტსახელად „სიგარეტის ლოკოკინაც“ კი შეარქვეს, რადგან, ურბანული ლეგენდის თანახმად, თუ გიკბენთ, ერთი ღერი სიგარეტის მოწევის დროც კი არ გექნებათ“, - თქვა როულსმა.


მიუხედავად იმისა, რომ ლოკოკინა ქალს არ შეხებია, ის იმდენად შეშინებული იყო, რომ ოთხი დღის განმავლობაში სიკვდილს ელოდა. მხოლოდ მოგვიანებით დაიჯერა, რომ საშიშმა არსებამ არ უკბინა.



როულსმა აღიარა, რომ ამ სახეობის ლოკოკონას პოვნის შემდეგ, ოკეანესკენ ნაკლებად მიუწევს გული, რადგან მიხვდა, რომ მის ბინადარებს სიფრთხილით უნდა მოეკიდო.

image

0
582
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
582
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0