x
მეტი
  • 20.07.2025
  • სტატია:143434
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515456
ირანის უზენაესმა ლიდერმა პუტინს წერილი მიწერა
image

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის წერილს გადასცემს, ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Reuters-ი.

„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ პუტინს უნდა გადასცეს ხამენეის წერილი, რომელშიც რუსეთისგან მხარდაჭერას ითხოვს“, - წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.

ადრე, ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ირანი ელის, რომ რუსეთი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე თავის როლს შეასრულებს.


22 ივნისს არაღჩი მოსკოვში ჩავიდა პუტინთან და მაღალჩინოსნებთან შესახვედრად. მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე.

22 ივნისის ღამეს აშშ-მ ნატანზში, ფორდოსა და ისპაჰანში ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განახორციელა. ვაშინგტონის თქმით, თავდასხმა ირანის ბირთვული პროგრამის განადგურებაზე ან სერიოზული შესუსტებაზე არის მიმართული.

0
235
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0