საზოგადოება
"ცოლს დაბადების დღე გადაუხდია 100 ათას ევროიანი. 10 ათასი ევრო ტორტში მიუცია"- ვისზე საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი
21 ივნისი, 19:51

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავების ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ამ მიქაუტაძის ცოლს დაბადების დღე გადაუხდია 100 ათას ევროიანი.
10 ათასი ევრო ტორტში მიუცია.
აქ ამოვისუნთქოთ და გავაგრძელოთ.
ცოტა ხნის წინ მადრიდში უყიდია 25 მილიონად შენობა.
საქართველოში ამხელა ფული რაში იშოვეს?? ქოლები ქონდა?
თიკა რუხაძეს როდის მიადგებიან ნეტა. თუ მაგას კობახიძე მფარველობს და ჯერ ადრეა?"- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავეს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. მიქაუტაძეს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ცნობისთის, მიქაუტაძე მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 2022 წლის 30 დეკემბრიდან იკავებდა. მანამდე, 2021-2022 წლებში იყო მინისტრის მოადგილე, 2019-2021 წლებში შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი; 2018-2019 წლებში - შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორი; 2018 წელს ეკავა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) დირექტორის პოზიციაც. ხოლო 2017- 2018 წლებში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.