ნამცხვრები ერთი ჭიქა ხაჭო და 10 წუთი! ხაჭოს ორცხობილების საუკეთესო რეცეპტი! 23 ივნისი, 8:31 ინგრედიენტები:✅ცომისთვის: ფქვილი — 180 გრ. ხაჭო — 180 გრ. კარაქი — 80 გრ. კვერცხი — 1 ცალი შაქარი — 40 გრ. ვანილინი — 1 ჩ. კ. ლიმონის ცედრა გამაფხვიერებელი — 1 ჩ. კ. (ან სოდა 0, 5 ჩ.კ) მარილი — 1 მწიკვი ✅ გულსართისთვის: ხაჭო — 180 გრ. შაქარი — 40 გრ. კვერცხის ცილა — 1 ცალი იოგურტი (ან არაჟანი) — 1 ს. კ. ფქვილი — 1 ს. კ. ✅ გადასასმელად: კვერცხის გული — 1 ცალი ვანილინი — 1 ჩ. კ. მომზადება:I. ცომის მოსამზადებლად, შეურიეთ ფქვილი გამაფხვიერებელს > დაამატეთ კარაქი და შეაზილეთ ფქვილს. უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა > დაამატეთ ხაჭო, კვერცხი, შაქარი, ვანილინი, მარილი და ცედრა > მოზილეთ რბილი ცომი და შეინახეთ მაცივარში 15 წთ. II. მოამზადეთ გულსართი: შეურიეთ ერთმანეთს ხაჭო, იოგურტი, შაქარი, კვერცხის ცილა და ფქვილი. III. გააბრტყელეთ ცომი > თვალით გაყავით 3 ნაწილად და შუაში მოათავსეთ გულსართი > გადმოკეცეთ გვერდები > დაჭერით ნაჭრებად > თითოეული ნაჭერს მიეცით ორცხობილას ფორმა (ისე როგორც ფოტოზეა) და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, პერგამენტზე > შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გული, რძე და ვანილინი > გადაუსვით ორცხობილებს. IV. გამოაცხვეთ 180°C, წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. არხის სხვა სიახლეები:* საიდან იცოდნენ ძველმა ცივილიზაციებმა, ჯერ კიდევ 6000 წლის წინ, მზის სისტემის აგებულების შესახებ?* საინტერესო ფაქტები კატების შესახებ, რომელიც შესაძლოა, არ იცოდეთ* საინტერესო ფაქტები, რომელიც არადამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?272 1-ს მოსწონს
|