საქართველო
"რა რჯიდა, რომ სალაპარაკო თემა მისცა საზოგადოებას. ასეთ რამეებს ხომ არავინ აკეთებს"- ვისზე საუბრობს რომან გოცირიძე:
19 ივნისი, 15:50

ყოფილი პარლამენტარი და "საქართველოს ეროვნული ბანკის" ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე თიკა რუხაძის მიერ კულტურის მინისტრობამდე შეძენილ 8100-ევროიანი ჩანთის დეკლარირებას ვრცელი პოსტით ეხმაურება და წერს:
"ქოცმა მინისტრმა-ქალბატონმა ორი ჩანთა შეიტანა ქონებრივ დეკლარაციაში. ერთი 8100 ევრო ღირს ( ანუ მანქანის ფასი), მეორე კი 5995 ევრო.
რა რჯიდა, რომ დაადეკლარირა და სალაპარაკო თემა მისცა საზოგადოებას. ასეთ რამეებს ხომ არავინ აკეთებს? კანონმორჩილი, პატიოსანი მოხელეა? სულაც არა, საქმე სხვა რამეშია.
ჩანთა ისეთი რამაა, ყველა შეამჩნევს, ჟურნალისტებიც. ადვილია მის ბრენდის და ღირებულების დადგენა. ხომ შიძლება ეთქვა, რომ ჩანთა არაორიგინალურია და 50 დოლარად აქვს ნაყიდი სტამბოლის ან პარიზის ქუჩებში? მაგრამ ამას თუ იტყოდა, თავის ქოცურ წრეში სახელი გაუტყდებოდა ფეიკ-ჩანთის ტარების გამო.
ჩანთის ამბავმა უკვე სხვა დატვირთვა შეიძინა- დარტყმის ქვეშ ჩააგდო სხვა ქოცი მაღალჩინოსანი ქალები. მათი ჩანთები ან ყალბებია, ბრენდის ასლებია, ან კანონს არღვევენ, რადგან არ დაუდეკლარირებიათ. ეს უკვე ათასლარიანი ჯარიმით ისჯება.
წილოსანი ჭკვიანი ქალია, ასე ამბობს თურმე პარლამენტში, ფეიკ ლუის ვიტონია ჩემი ჩანთა, ანტალიის ბაზრობაზე ვიყიდე 40 დოლარადო. ჯარიმის გადახდას და აჟიოტაჟის ატეხვას ისევ ეს ვერსია სჯობია."- წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ თიკა რუხაძემ მინისტრად დანიშვნის წინა დღეს 8100-ევროიანი (23 949 ლარი) ჩანთა შეიძინა. ძვირფასი ჩანთების მოყვარულმა კულტურის მინისტრმა ცდუნებას ვერც გასულ წელს გაუძლო და 5995 ევროს (17 350 ლარი) ღირებულების კიდევ ერთი საკმაოდ ძვირადღირებული ჩანთა შეიძინა.