x
image
მაკა ნიკვაშვილი
"მარიამის მამა, მთელი ცხოვრება ემსახურა რუსულ არხს" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი

image


ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც საკუთარი კოლეგის, ვიკა ბუკიას საქმის ერთ-ერთი მონაწილისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, მარიამ კერესელიძისა და მისი მამის რუსეთთან კავშირის შესახებ წერს:


"მარიამის მამა, ნუგზარ კერესელიძე მთელი ცხოვრება ემსახურა რუსულ არხს. რუსები უნდა გენდობოდნენ რომ ამ პოზიციაზე იყო წლები. ამიტომ მარიამი რომ ქმრის ფეისბუქით გვსტალკავს რა გასაკვირია."- ვკითხულობთ ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ გაიმართა "ტვ პირველის" ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას სასამართლო სხდომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით.

"ტვ პირველის" ცნობით, ვიკა ბუკიას პოსტის სქრინშოტი შსს-ს სასამართლოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარიამ კერესელიძის ქმრის, დავით ლეჟავას "ფეისბუქით" არის გაკეთებული. ოქმი შეადგინა დეტექტივმა გიორგი აბესაძემ, სწორედ მანვე აღმოაჩინა "სამართალდარღვევა".


კერესელიძის თქმით, ის მეუღლის ფეისბუქ ანგარიშით თავადაც სარგებლობს და მასზე წვდომა სხვა პოლიციელებსაც მისცა.








0
656
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
656