x
მეტი
  • 20.07.2025
  • სტატია:143434
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515456
საიდან იცოდნენ ძველმა ცივილიზაციებმა, ჯერ კიდევ 6000 წლის წინ, მზის სისტემის აგებულების შესახებ?

შუმერებმა ეს ნახატი თიხისგან შექმნეს. ეს და სხვა, შემორჩენილი ნახატები აჩვენებს, რომ მათ ესმოდათ — მზე ვარსკვლავია და ის სისტემის ცენტრში. მის ირგვლივ კი, სხვა პლანეტები ბრუნავენ. მათ პლანეტების ორბიტებიც კი, ზუსტად განსაზღვრეს და მათი პოზიციებიც დააფიქსირეს.


image


სამეცნიერო სამყარომ, მხოლოდ 1930 წელს აღმოაჩინა მზის სისტემის ყველაზე შორეული პლანეტა — პლუტონი. ხოლო, უფრო ადრე — 1846 წ. – ნეპტუნი და 1781 წ. — ურანი. და ამ დრომდე, ოფიციალური მეცნიერება თვლიდა, რომ უძველეს დროში, ადამიანებს არ შეეძლოთ, ხუთ პლანეტაზე მეტის არსებობის ცოდნა.

imageთუმცა, აღმოჩენილი შუმერული ჩანაწერები არა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათ იცოდნენ, რომ მზის სისტემაში 12 პლანეტაა (მთვარეს და ნიბირუს ჩათვლით), არამედ ზუსტად აღწერენ მათ, თანამედროვე კვლევის შესაბამისად.

მაგ., შუმერები ურანს —MASH.SIG-ს, ანუ კაშკაშა მწვანე უწოდებდნენ და ასევე — Kakkab shanamma–ს, ანუ პლანეტა–ორეულს. ურანი მართლაც, თითქმის ნეპტუნის ასლია და არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ შემადგენლობით და პლანეტარული ციკლებითაც ჰგავს მას — და ეს ყველაფერი, 6000 წლის წინ იყო ცნობილი...


image


როგორც ცნობილია, შუმერში არა მხოლოდ ასტრონომია ჩაისახა, არამედ მათემატიკა, დამწერლობა, სოციალური მმართველობა, სასამართლო სისტემა, მედიცინა, ქსოვა და სხვადასხვა ხელოვნება! და, რა თქმა უნდა, კალენდარიც.

imageვარსკვლავური ცა, თანავარსკვლავედები, პლანეტები და მათ შორის, მითითებული მანძილი! სწორედ ამ წყაროებიდან შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რატომ განსხვავდება პლუტონის ორბიტა სხვებისგან: აღმოჩნდა, რომ ის სატურნის თანამგზავრი იყო, მაგრამ შემდეგ, მას გამოეყო და საკუთარი ორბიტა მიიღო — და ეს ყველაფერი, თიხის ფირფიტებზეა, რომელსაც მეცნიერები ათასობით პოულობენ.

შუმერების მონაცემებით, მეთორმეტე პლანეტა ნიბირუ იყო, რომელიც მარსსა და იუპიტერს შორის, ყოველ 3600 წელიწადში ერთხელ გაივლის ხოლმე. რატომ არ აღმოვაჩინეთ ის აქამდე? არსებობს ინფორმაცია, რომ აღმოაჩინეს, მაგრამ საჯაროდ, არ ამბობენ. საერთოდ კი, ნიბირუს ორბიტა იმდენად წაგრძელებულია და ისე შორს მიდის მზისგან, რომ ამ პლანეტის დანახვა, თანამედროვე საშუალებებით, მისი ორბიტალური ციკლის 50 წლის პერიოდშია შესაძლებელი!


image


ახლა კი, პასუხი, სათაურში დასმულ კითხვაზე: შუმერებმა მთელი ცოდნა მათგან მიიღეს, ვინც ამ პლანეტიდან ჩამოვიდა.

* ანუნაკი (შუმერი)
* ანაკიმი და ნეფილიმები (ბიბლია)
თარგმანი ერთია — ისინი, ვინც ზეციდან, დედამიწაზე ჩამოვიდნენ.

სწორედ მათგან მიიღეს ცოდნა ძველმა ცივილიზაციებმა, მზის სისტემის შექმნის, პლანეტების და მათი თანამგზავრების გაჩენის და მრავალი მილიონი წლის მანძილზე, განცდილი ცვლილებების შესახებ. ეს ინფორმაცია ასახული, მხოლოდ შუმერების თიხის ფირფიტებზე კი არა, აქადელთა და ბაბილონელთა ჩანაწერებშიც არის.


imageარხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფაქტები, რომელიც არადამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა

* ძველ რომში გამქრალი IX ლეგიონის საიდუმლო

* 10 საოცარი ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს სხვა რაკურსით დაგანახებთ

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
425
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
425
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0