სოფლის მეურნეობა დასახელდა ღვინის მწარმოებელთა რეიტინგი - რომელ ადგილზეა საქართველო? 18 ივნისი, 14:51 ![]() საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში წარმოებული ღვინის შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს და ოფიციალური სტატისტიკა მხოლოდ ექსპორტზე გასულ ღვინოს ფარავს. სააგენტოს ინფორმაციით, შარშან საქართველოდან 95 მლნ-მდე ლიტრი ღვინო გავიდა ექსპორტზე, საიდანაც ქვეყანამ 276 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაცია აერთიანებს ხელისუფლების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ეკონომისტებსა და მკვლევრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს ღვინის ინდუსტრიის ეკონომიკურ კვლევებსა და ანალიზებს, მათ შორის, მარკეტინგის, მოხმარების, წარმოების თემებზე, ასევე, რეცენზიების მომზადებას მევენახეობასა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე. 209 2-ს მოსწონს
|