x
image
მაკა ნიკვაშვილი
"ამიტომ მიგიჩნევთ უღირს დაუბანლებად და გთვლით გოიმ ბანძებად"- ვის მიმართავს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ფედერალისტების" ერთ - ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქართველი ჟურნალისტების მიერ "ოცნების" დეპუტატების მისამართით გავრცელებული შეურაცხმყოფელი სტატუსების გამო საქალაქო სასამართლოში დაბარებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ყველა მათგანს "დაუბანელ გოიმ ბანძს" უწოდებს:


"ვიკა ბუკიას, ეკა მიშველაძეს, დეა გოგისეიშვილს, მიშა მშვილდაძეს ქოცები კრიტიკის გამო სჯიან.


ხო სამარცხვინოა?

მაგრამ თან...

ხომ არ გაგონებთ ეთერის დაბლოკვას "ჩერგოს ლ'ანძღვის" გამო?

დაუძინებელო "მეგობრებო", ამიტომ მიგიჩნევდით და მიგიჩნევთ უღირს დაუბანლებად - თქვენც ქოცები ხართ, ოღონდ ლუზერები.

უბრალოდ ჩემი დაჭერა არ შეგეძლოთ თქვე ქაჯებო - მაქსიმუმ თქვენი სუნიანი კანტორების სარკმელი ამოგექოლათ.


თქვენ და თქვენმა ქაჯმა ოპო კოლეგებმა გააუპატიურეთ ჟურნალისტის პროფესიული ეთიკა და დაგვაკარგინეთ ქოცებთან მორალური უპირატესობა.

ამიტომ გთვლით გოიმ ბანძებად და ამიტომ გლანძღავთ და გაგლანძღავთ სანამ გონს არ მოხვალთ და დიდ საჯარო ბოდიშს არ მოიხდით ქართული საზოგადოების წინაშე თქვენი პროფესიული მოვალეობების ფეხქვეშ გათელვის გამო."- წერს "ტაბულას" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტი დაიბარეს. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.


ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო ედავებიან 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.


ცნობისთვის, ფეისბუქსტატუსის გამო 4 000 ლარით დააჯარიმეს თავად თამარ ჩერგოლეიშვილიც. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით თეთრაულმა "ფედერალისტების" დამფუძნებელს 4 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. ჩერგოლეიშვილს სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" წარმომადგენლების, მამუკა მდინარაძისა და თეა წულუკიანისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ. "ტაბულას" დამფუძნებელი სასამართლო სხდომას არ დასწრებია.









0
313
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
313