x
ეკონომიკის შესწავლის მეთოდი

მეთოდოლოგია კვლევის მეთოდთა სისტემაა, რომლითაც ეკონომიკურ მოვლენათა შესწაცლა ხორციელდება. ამ მეთოდებში უპირველესი ადგილი უჭირავს დიალექტიკურ მეთოდს. დიალექტიკა არის მეცნიერება ბუნების, ადამიანთა საზოგადოების და მოაზროვნე გონების შესახებ.

დიალექტიკური მეთოდის გარდაუვალი მოთხოვნაა ეკონომიკური მოვლენები განხილულ იქნეს მკაცრ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებში. ასეთი კავშირები გულისხმობს მოძრაობას, ამიტომ ეკონომიკური მოვლენები და პროცესები უნდა გავაცნობიეროთ დინამიურობაში.

თვისობრივობა მოვლენათა შინაგანი განსაზღვრულობაა. რაოდენობროიობა კი მოვლენათა გარეგნული განსაზღვრულობა. რაოდენობრივი ცვლილებანი ნიშნავს მოვლენათა სიდიდის, მოცულობის ან ინტენსივობის შეცვლას. ეკონომიკურ მოვლენათა არსი არ შეიძლება დავუქვემდებაროთ რაოდენობრივ განსაზღვრულობას. დიალექტიკური მეთოდის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა მოვლენათა სხვადასხვა კავშირების, მოძრაობის, ცვლილება-განვითარების შინაგანი იმპულსის, მისი წყაროს დადგენა. მაგრამ მხოლოდ დიალექტიკური მეთოდი არ არის საკმარისი ეკონომიკური სტრუქტურების შემეცნებისთვის. ადამიანთა ფსიქოლოგიური სამყაროს გაუთვალისწინებლად, ფსიქოლოგიური მეთოდის გამოყენების გარეშე, ამ ურთიერთობის არსში ჩაწვდომა.

ეკონომიკურ კვლევა-ძიებაში ფართოდ გამოიყენება შედარებითი ანალიზის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა გამოაშკარავდეს განსხვავებულ მოვლენათა მსგავსება. ეკონომიკურ მოდელებში როგორც წესი უგულებელყოფილია ეკონომიკის მრავალი დეტალი, რაც მოცემული საკითხის შესწავლისას უმნიშვნელოა.


0
201
შეფასება არ არის
ავტორი:wizard
wizard
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0