x
image
მაკა ნიკვაშვილი
"დაჭერა თუ უნდა ბიძინას, ამას უპრობლემოდ გააკეთებს" - რას წერს ვახო სანაია

image


ჟურნალისტი, ვახო სანაია ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად კი ოპოზიციური პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიასთნ დაკავშირებით პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელდ გთავაზობთ:


"გახარიას დაჭერა თუ უნდა ბიძინას, ფორმალურად ამას უპრობლემოდ გააკეთებს. მართალია, გახარია “დეპუტატად” ითვლება, ისიც მართალია, რომ ქართულ ოცნებას არა აქვს 90 ხმა, რომ იმუნიტეტი მოუხსნას, მაგრამ არც არაფერში სჭირდება. არსებობს სხვა გზა – ბოიკოტს გაცდენაში ჩაუთვლიან და უფლებამოსილებას მოუხსნიან გახარიას 12 “დეპუტატს”, მათ შორის თავად გახარიას, შემდეგ კი დაიჭერენ, თუ ეს ბიძინას გადაწყვეტილი აქვს."- ვკითხულობთ ვახო სანაის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ გახარია 2019 წლის ჩორჩანის დაძაბულობის გამო ბრალდების სამიზნე გახდა. საქართველოს პროკურატურის განცახდებით, ის გიორგი გახარიას ქმედებებს იძიებს, რომლებიც 2019 წელს ცხინვალის საოკუპაციო ხაზზე, სოფელ ჩორჩანასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოლიციის საგუშაგოს განთავსებას უკავშირდება.


ცნობისთვის, გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განმეორებით არის დაბარებული.









0
207
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
207