სხვა დრამები, ვნებები და ომები – საინტერესო ფაქტები ბეღურების შესახებ 20 ივნისი, 8:30 ბეღურები — ფრინველები, რომლებთანაც ასფალტს ვიყოფთ. ეს ბუმბულიანი «განგსტერები», ეზოში და სადარბაზოებში, მუდმივად გარჩევებს აწყობენ. მაგრამ, ამ ბოლო დროს, თითქოს მათი რაოდენობა შემცირდა და ამას, რა თქმა უნდა, მიზეზი აქვს. ამ სტატიაში, სწორედ ჩვენს მეზობლებზე იქნება საუბარი, რომლებიც ზამთარ–ზაფხულ, ჩვენთან არიან და არასდროს გვტოვებენ. ![]() ფაქტები, რომლებიც გაგაოცებთ:: 1. ზამთარში, ხშირად, მობუზული ბეღურა გვინახავს და ალბათ, ბევრს გასჩენია შეკითხვა, თუ რატომ არ მიფრინავენ თბილ ქვეყნებში? საქმე იმაშია, რომ ამ ფრინველებს, დიდი ხნის მანძილზე, ჰაერში ყოფნა არ შეუძლიათ. ბეღურებისთვის, ფრენის კომფორტული დროის პერიოდი 15-20 წთ-ია. ამის შემდებ, მათ დასვენება და ამოსუნთქვა ესაჭიროებათ. 24 სთ-ში, ბეღურას ფრენით, 50-100 კმ-ს დაფარვა შეუძლია. მაგრამ, ჩვეულებრივ, ბინადრობისთვის, ის პატარა, მყუდრო ადგილს ირჩევს, სადაც საკვების შოვნის შანსი ექნება. 2. ფრენის დროს, ფრინველის გულისცემა, წუთში, დაახლოებით, ათასი დარტყმის ტოლია. შედარებისთვის, ჩვენი გულისცემა, სირბილის დროს, წუთში, მხოლოდ 140 დარტყმაა. 3. ბეღურა, საშუალოდ, 30 გრამს იწონის. ხოლო, მისი ტვინის მასა, 1 გრ-ს ტოლია. რაც იმას ნიშნავს, რომ ფრინველებს შორის, სხეულის მასასთან თანაფარდობით, ბეღურას ყველაზე დიდი ზომის ტვინი აქვს! აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსებობენ ჯუჯა ბეღურებიც, რომელთა მასა 10-12 გრ-ს არ აღემატება. 4. ბეღურები, დღის მანძილზე, საკუთარი სხეულის მასის 30%-მდე საკვებს იღებენ. ადამიანმა მათ რომ მიბაძოს, დღეში მაგ., 20 ბურგერის ჭამა მოგვიწევს. 5. მათი ჭიკჭიკი — უბრალო ბგერების ნაკრები კი არა. ის — სრულფასოვანი ენაა. მეცნიერები 10–ზე მეტი «ფრაზა» დაითვალეს: «მოდით, აქ ნამცეცებია!»–დან დაწყებული — «ფრთხილად, კატაა!»–თი დამთავრებული. 6. თეორიულად, ამ ფრინველის სიცოცხლის ხანგრძლივობა 9-10 წელია. მაგრამ, ბეღურების უმრავლესობა, ზამთრის სუსხს ვერ უძლებს და იღუპება. 7. ეს ფრინველები სამყაროს ვარდისფერ ტონებში ხედავენ, რაც ძალიან უჩვეულო ფაქტია, არა მარტო ორნითოლოგიაში, არამედ ზოგადად, ცხოველთა სამეფოში. ბეღურას ცხოვრება: დრამები, ვნებები და ომები ქალაქის ბეღურას ცხოვრება — სერიალია, «სამეფო კარის თამაშების» სტილში, ოღონდ, დრაკონების ნაცვლად — მტრედები არიან, რკინის ტახტის ნაცვლად კი — პურის ნაჭერია ასფალტზე...
3 მიზეზი, თუ რატომ «ეწერებიან» ბეღურები ქალაქებიდან? ![]() 1. ტერმინატორის კატები. მაწანწალა კატები და მტაცებელი ფრინველები (კაჭკაჭები, ყვავები) — ბეღურების მტრები არიან. ბოლო დროს კი, კატები განსაკუთრებით მომრავლდნენ. 2. სიწყნარე — ფუფუნებად იქცა. მანქანების ხმაური, ბეღურებს კომუნიკაციაში ხელს უშლის. 3. ეკოლოგიური მდგომარეობა. პესტიციდები პარკებში და ნაკლები მწერი (ბარტყების მთავარი საკვები) — გავლენას ახდენს ფრინველების პოპულაციაზე. როგორ დავეხმაროთ ბეღურებს და გავხდეთ მათი მეგობარი? ![]() თუ გინდათ, რომ თქვენს ფანჯრებთან მათ ისევ იჟღურტულონ: I. შექმენით «ბეღურების ცენტრი». დაუდგით საკვები პატარა თასებით. ეს შეიძლება მარცვლეული, ან პურის ნაფხვენი იყოს — ის რაც გაქვთ. მთავარია, მარილიანი და შემწვარი არ იყოს. II. არ მოაგროვოთ ფოთოლი შემოდგომაზე. მის ქვეშ მწერები იმალებიან — ცილოვანი საკვები ბარტყებისთვის. III. გააკეთეთ ფრინველის სახლები, ფართო შესასვლელით — ბეღურა წივწივა არ არის, რომ ვიწრო ხვრელში შეძვრეს. ![]() არხის სხვა სიახლეები:* საიდან იცოდნენ ძველმა ცივილიზაციებმა, ჯერ კიდევ 6000 წლის წინ, მზის სისტემის აგებულების შესახებ?* ყველაზე ჭკვიანი – რა ვიცით კატის ინტელექტის შესახებ?* საინტერესო ფაქტები, რომელიც არადამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?277 2-ს მოსწონს
|