x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე ჭკვიანი – რა ვიცით კატის ინტელექტის შესახებ?

კატებს, ძაღლებთან შედარებით, მცირე ტვინის მოცულობა აქვთ, მაგრამ ეს მათ IQ დონეზე გავლენას არ ახდენს, რადგან ინტელექტი ტვინში ნეირონების რაოდენობით განისაზღვრება. ამ ბეწვიან არსებებს კი, 250-300 მილიონი ნეირონი აქვთ. გარდა ამისა, კატების ტვინი საოცრად ჰგავს ადამიანის ტვინს. მათ შეუძლიათ პატრონის სიგნალების გაგება, მათზე რეაგირება და საკუთარი გარემოს მანიპულირებაც კი.


image


კარგი ორიენტაციის უნარი. ამის მიზეზი ის არის, რომ კატის თავის ტვინის ქერქს დიდი ფართობი აქვს, რომელიც მხედველობასთან და მოძრაობასთან არის დაკავშირებული. ეს ხსნის, თუ რატომ არიან კატები კარგი მონადირეები, შეუძლიათ ჩასაფრება და პატრონის ფეხებზე მოულოდნელი თავდასხმა.

გარდა ამისა, კატებს კარგად განვითარებული ჰიპოკამპუსი აქვთ — ტვინის ნაწილი, რომელიც სივრცით მეხსიერებასთან და ნავიგაციასთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ყოველთვის უპრობლემოდ პოულობენ სახლის გზას.

კატის ტვინი — კარტოთეკაა. მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ გაიგონ, რამდენად განვითარებულია კატების გრძელვადიანი მეხსიერება. (მოკლევადიანი მეხსიერების მხრივ, ყველაფერი ნათელია — ის კატებს, შინაურ ცხოველებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესო აქვთ).

სხვადასხვა მონაცემის თანახმად, კატებს მოგონებების შენახვა, 10 წლამდე, ან მეტი ხნის მანძილზე შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ამის დამადასტურებელი ბევრი სამეცნიერო კვლევა არ არსებობს. მაგრამ, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას — კატების მეხსიერება ასოციაციებით და გრძნობებით მუშაობს. მაგ., თუ თქვენი შინაური ცხოველი, საკვებთან და უსაფრთხოებასთან გაკავშირებთ — დარწმუნებული იყავი, მის თავში (და შესაძლოა, გულშიც) დიდი ხნის მანძილზე იქნებით.

საქმე იმაშია, რომ კატები, ცალკეულ მოგონებებს, ადგილების, თუ მოვლენების შესახებ, იმ ემოციებთან აკავშირებენ, რომელიც გადაიტანეს. მათ შეუძლიათ, არა მხოლოდ დადებითი ემოციების, არამედ შიშის, ტკივილის და სხვა უსიამოვნო შეგრძნებების განცდებიც გაიხსენონ. ამიტომ, უმჯობესია, თქვენს შინაურ ცხოველთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოთ — წინააღმდეგ შემთხვევაში, მაღალია რისკი, რომ შეგახსენონ, რომ ერთხელ, ხუთი წლის წინ, შემთხვევით კუდზე ფეხი დაადგით.

კატებს შეუძლიათ ობიექტის ამოცნობა, მათი მხედველობის არის მიღმაც კი. ისინი ხვდებიან, რაც მათი მხედველობის არის მიღმაა, არ ქრება. ანუ მათ შეუძლიათ გაიგონ, რომ, მაგ., სკამი ეზოში, რომელსაც ხუთი წუთის წინ ჩაუარა, იქვე დარჩა. ამას ობიექტის მუდმივობის ამოცნობა ჰქვია.

დამოუკიდებლობა გადაწყვეტილების მიღებაში. კატები დამოუკიდებლები არიან და მხოლოდ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი. მაგ., თუ ძაღლს თავსატეხის ამოხსნას სთხოვენ — გარკვეული დროის შემდეგ, ის პატრონს «სთხოვს» დახმარებას. იმ დროს, როდესაც კატა, დავალებას მანამდე ხსნის, ვიდრე გამოსავალს თავად არ იპოვის.

კატებს ინტელექტის განვითარება სჭირდებათ — ისე, როგორც ადამიანებს. ამისთვის, ერთ-ერთი მთავარი გზა — თამაშია. ამ მომენტში, კატის ტვინი მაქსიმალურად მუშაობს და ინტელექტი იზრდება. გარდა ამისა, მის განვითარებაზე, კვებასაც დიდი გავლენა აქვს. და არ აქვს მნიშვნელობა, კატა ახალგაზრდაა, თუ ხანდაზმული — ნებისმიერ ასაკში, მას ცხიმოვანი მჟავები სჭირდება. ტვინის აქტივობის შენარჩუნების, გულის და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირება გარდა, ასეთი საკვები, ხელს უწყობს სახსრების და ძვლების გაძლიერებას, აუმჯობესებს ბეწვს და კანის მდგომარეობას.

ამიტომ, კატისთვის საკვების არჩევისას, უმჯობესია არჩევანი სუპერ პრემიუმის სასარგებლოდ გააკეთოთ, რომლებიც მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით და ასევე, ვიტამინებისა და იმუნური სისტემის მხარდასაჭერად, მიკროელემენტების კომპლექსს შეიცავს.


imageარხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფაქტები, რომელიც არადამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა

* ძველ რომში გამქრალი IX ლეგიონის საიდუმლო

* 10 საოცარი ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს სხვა რაკურსით დაგანახებთ

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
131
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0