სამოქალაქო ყველაზე უგუნური სელფები, რის გამოც ისინი დააპატიმრეს 20 ივნისი, 11:25 სელფი — ფოტოგრაფია, სადაც ობიექტივს თავად ვიკავებთ, და მაინც, იშვიათად ვხდებით საკუთარი თავის ავთენტური ასახვა. ოდესღაც სარკე ცდილობდა ადამიანის დანახვას, დღეს კი კამერა გვთავაზობს კადრს, რომელსაც ხშირად „ფილტრი“ მეტად განსაზღვრავს, ვიდრე განწყობა. სელფი თითქოს მცდელობაა დავამტკიცოთ, რომ ვარსებობთ, მაგრამ როცა ყველა კედელზე „მე“-ს სურათია გამოფენილი, ვიღაცის ყურადღება კიდევ უფრო შორს მიცოცავს. რაც უფრო ბევრ ფოტოს ვიღებთ, მით ნაკლებად ვიცით ვის ვუღებთ — საკუთარ თავს თუ წარმოდგენას, ვინც გვგონია რომ უნდა ვიყოთ ან ვართ.
![]() დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე ამბავს, თუ როგორ "დაღუპა" სელფმა დამნაშავეები. ფაქტები შეკრებილია Business Insider-ის მიერ. ყველაზე უგუნური სელფები, რის გამოც ისინი დააპატიმრეს1. ბრიტანელი Ashley Kist-ი ერთ-ერთი წყვილის სახლს ძარცვავდა, როდესაც ისინი სახლში არ იყვნენ. ეშლიმ სახლში ნაპოვნი მობილური ტელეფონით გადაიღო სურათი და კონტაქტებში არსებულ პირებს გადაუგზავნა. თავისი ჭკუით იხუმრა, თუმცა ბინის მფლობელებთან მალევე მივიდა ეს ინფორმაცია და სანამ ეშლიმ ბინიდან გააღწია, მას პოლიცია დაადგა თავზე. ![]() 2. ორმა გოგონამ შვეიცარიაში გაძარცვა მაღაზია, საიდანაც მხოლოდ 400 ევრო გაიტანეს. ეჭვმიტანილები ბებიის სახლში სწორედ ამ ფოტოს გამო იპოვეს. რა თქმა უნდა, იქვე მალავდნენ ნიღბებს, დანას და ერთ-ერთს ეს ფოტო მობილურში ჯერ ისევ ჰქონდა. ![]() 3. მილანის ახალგაზრდა მოქალაქემ მოიპარა iPad-ი და მისი მეშვეობით გადაიღო ფოტო, რომელიც iCloud-ში ატვირთვა. ქურდი გაიყიდა და დააპატიმრეს. ![]() 4. 19 წლის Jess Ewald-მაც ვერ გათვალა და მოპარული ტელეფონით გადაიღო სელფი, რომელიც სოც-ქსელებში ატვირთა, იგი მალევე დააპატიმრეს და გამოარკვიეს, რომ ჩადენილი ჰქონდა სხვა მრავალი ძარცვითი დანაშაულიც. ![]() 5. არც 23 წლის La Voorne Lee Bennett-ას დაადგა კარგი დღე სელფის შემდეგ. მან მოპარული ტელეფონით გადაღებული ფოტოები iCloud-ში გამოაქვეყნა, რის გამოც განახორციელა თავდასხმა და ტყვის შანტაჟის მეშვეობით მოიპარა ტელეფონი. ის მალევე დააპატიმრეს. ![]() 6. 21 წლის Justin Baler-მა იარაღით ხელში გადაიღო სელფი, შემდეგ კი ფოტოები ატვირთა საკუთარ Facebook-ის გვერდზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გაძარცვა ბანკი. მართალია ძარცვამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა კამერების ჩანაწერებზე მოხდენილმა დაკვირვებებმა, იარაღის მეშვეობით გახადა შესაძლებელი ჯასტინის პოვნა. იგი დააპატიმრეს. ![]() 7. 16 წლის Rufer-მა შეძლო შეპარვით შეეღწია 1 World Trade Center-ის შენობაში, რომლის სახურავზეც გადაიღო სელფი. იგი დააპატიმრეს შენობაში უკანონოდ შეჭრის გამო, ხოლო დაცვა, რომელიც იმ დროს "მორიგეობდა", უყურადღებობის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. ![]() 8. მომღერალი Rihanna-ს სელფმა, სადაც ის ტაილანდში ცხოველ "ლორისთან" ერთად პოზირებს, გამოიწვია ამ ცხოველის მეპატრონის დაპატიმრება, ვინაიდან ტაილანდში ცხოველების უფლებები დაცულია და ტურისტებს არ აქვთ მათით გართობის უფლება. ![]() 170 2-ს მოსწონს
|