სხვა ასეთი სასუქის შემდეგ, დასუსტებული ყვავილებიც კი მყისიერად ცოცხლდებიან 24 ივნისი, 8:30 ხან ისეც ხდება, რომ მცენარეებს პრობლემა ექმნებათ და სასწრაფოდ სასუქის მიწოდებაა საჭირო. მაღაზიაში, რა თქმა უნდა, გამზადებული სასუქი იყიდება. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ის ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს. ამიტომ, საუკეთესო გამოსავალი, მცენარის დასახმარებლად, ნატურალური სასუქის მომზადებაა. წიწიბურა – მხოლოდ გემრიელი და ჯანსაღი პროდუქტი კი არა, მცენარეებისთვის საკვები ნივთიერებების წყაროც არის. ამიტომ, თუ გინდათ, რომ მცენარეებმა ჯანსაღი იერით და უხვი ყვავილობით გაგახაროთ, ყურადღება მიაქციეთ წიწიბურასგან მომზადებული სასუქის რეცეპტს. ეს არის მარტივი და ეფექტური გადაწყვეტა, რომელიც თქვენს მცენარეებს, საჭირო საკვები ნივთიერებების მიღებაში დაეხმარება. რატომ წიწიბურა? წიწიბურა შეიცავს მიკროელემენტებს, მინერალებს, ამინომჟავებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც მცენარეებს განვითარების და ზრდისთვის სჭირდებათ. ის მდიდარია კალიუმით, ფოსფორით, მაგნიუმით, რკინით და სხვა ელემენტებით, რომლებიც აუცილებელია მცენარეების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ეს ნივთიერებები მონაწილეობენ ფოტოსინთეზის, მეტაბოლიზმის, ფესვთა სისტემის ფორმირებისა და ყვავილობის პროცესებში. გარდა ამისა, წიწიბურა ადვილად ხელმისაწვდომი და იაფია, რაც მას, შესანიშნავ არჩევანად აქცევს. როგორ მოვამზადოთ წიწიბურას სასუქი? მარცვლეულის შერჩევა. სასუქის მოსამზადებლად, უმჯობესი მწვანე წიწიბურაა – დაუმუშავებელი მარცვლეული, რომელიც ინარჩუნებს ყველა სასარგებლო თვისებას. თუ მწვანე წიწიბურა არ არის, შეგიძლიათ, ჩვეულებრივი გამოიყენოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ მან თერმული დამუშავება გაიარა და საკვები ნივთიერებების ნაწილი, დაკარგა. სასუქის მომზადების წესი კი ასეთია: 1 სუფრის კოვზ წიწიბურა გარეცხეთ და 300 მლ. წყალი დაასხით. გააჩერეთ ასე 24 საათი. შემდეგ, მარლით გაფილტრეთ და მიღებული სითხე წყლით გააზავეთ, თანაფარდობით – 1:2 (1 წილი ნაყენი, 2 წილი წყალი). ამის შემდეგ, შეგიძლიათ მცენარე მორწყოთ. წიწიბურას სასუქის გამოყენება, შეგიძლიათ გაზაფხულსა და ზაფხულში, 2-3 კვირაში ერთხელ. ეს სასუქი რომელი მცენარეებისთვის შეიძლება? ის მცენარეების უმრავლესობისთვის სასარგებლოა. თუმცა, განსაკუთრებით სასარგებლოა ყვავილოვანი კულტურებისთვის, როგორიცაა ვარდები, გერანიუმები, პეტუნიები და სხვა. მისი გამოყენება შეიძლება, როგორც ოთახის, ისე ბაღის მცენარეებისთვის.
არხის სხვა სიახლეები:* ყველაზე უჩვეულო ბუნებრივი მოვლენები პლანეტაზე* საიდან იცოდნენ ძველმა ცივილიზაციებმა, ჯერ კიდევ 6000 წლის წინ, მზის სისტემის აგებულების შესახებ?* საინტერესო ფაქტები კატების შესახებ, რომელიც შესაძლოა, არ იცოდეთ* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?414 2-ს მოსწონს
|