x
მეტი
  • 11.07.2025
  • სტატია:143266
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515401
7 საინტერესო ფაქტი იულიუს კეისრის შესახებ

✔️ ახალგაზრდა კეისარი ბითინიიდან (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია) რომში გემით მიდიოდა. გემი ჩაიძირა, ის კი გემის ნამსხვრევს ჩაეჭიდა და ნაპირამდე მიცურდა.


image


✔️ გაბედული რეპუტაციის და სიდიდით მეორე სამხედრო ჯილდოს მფლობელი კეისარი, რომელიც მან მიტილენის ალყის დროს, გამოჩენილი სიმამაცისთვის მიიღო, პოლიტიკურ კარიერაში წინსვლას ცდილობდა. ის კ. როდოსზეც კი გაემგზავრა, ორატორობის ხელოვნების შესასწავლად. თუმცა, ჯერ კიდევ ზღვაში ყოფნისას, კეისრის გემი სიცილიელმა მეკობრეებმა დაიპყრეს და გამოსასყიდის სახით, 20 ტალანტი მოითხოვეს. კეისარს ამის საპასუხოდ გაეცინა და მეკობრეებს უთხრა, რომ მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, ის ვინ იყო და რომ მასში, მინიმუმ, 50 ტალანტი მაინც უნდა მოეთხოვათ.

კეისრის მეგობრები ფულის შესაგროვებლად წავიდნენ, ხოლო თავად კეისარი მეკობრეებთან დარჩა. თუმცა, ის ტყვესავით არ იქცეოდა. თავის სივრცეში თავისუფლად გადაადგილდებოდა, რაღაცეებს წერდა და შემდეგ, საკუთარ მოსაზრებებს მეკობრეებს აცნობდა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელნი მის ნაშრომს სათანადოდა არ აფასებდნენ, მათ ველურებს ეძახდა.

გამოსასყიდის მიღების შემდეგ, მეკობრეებმა კეისარი გაათავისუფლეს. ის კი, უახლოეს პორტში ჩავიდა, რაზმი ააგროვა და მეკობრეების ბუნაგში დაბრუნდა. მათზე თავდასხმის შედეგად, ყველა მეკობრე დაიჭირეს, ზოგი ჯვარ აცვეს, ზოგიერთის მიმართ კი, კეისარმა გულმოწყალება გამოიჩინა და ყელის გამოჭრა უბრძანა...

✔️ კეისარი თავისი სასიყვარულო თავგადასავლებით იყო ცნობილი. მისი ერთ-ერთი საყვარელი სერვილია იყო, – კეისრის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ორგანიზატორის და აქტიური წევრის, მარკუს იუნიუს ბრუტუსის დედა. ხმა დადიოდა, რომ ბრუტუსი კეისრის უკანონო შვილი იყო.

✔️ კეისარს 3 ცოლი ჰყავდა. ის კორნელიაზე 17 წლის ასაკში დაქორწინდა. I ცოლი რომაელი მხედართმთავრის და დიქტატორის ლუციუს კორნელიუს სულას მტრის ქალიშვილი იყო. ამიტომ, კეისარს მასთან გაყრას აიძულებდნენ. თუმცა, კეისარმა ცოლის მიტოვებაზე უარი თქვა და ამის გამო, მას ქონება ჩამოართვეს, ხოლო თავად კეისარი, იძულებული გახდა რომიდან გაქცეულიყო. მოგვიანებით, ის თავად სულიმ შეიწყალა. კორნელია 13 წლის შემდეგ გარდაიცვალა და კეისარი ფორუმზე გრანდიოზული სიტყვით გამოვიდა. ეს იმ დროს, ახალგაზრდა ქალის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ასეთი გამოსვლები, უკიდურესად იშვიათი მოვლენა იყო.

პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, კეისარი პომპეაზე დაქორწინდა, რომელიც დიქტატორი სულას შვილიშვილი იყო. თუმცა, ეს ქორწინება, ქალის ღალატის გამო, განქორწინებით დასრულდა.

კეისრის მესამე და უკანასკნელი ცოლი კალპურნია იყო, რომელიც კეისარს ევედრებოდა, არ დასწრებოდა სენატის საბედისწერო სხდომას, რომელზეც დიქტატორი მოკლეს.

როგორც აღვნიშნეთ, ცოლების გარდა, მას უამრავი საყვარელიც ჰყავდა. მათ შორის, ყველაზე გამორჩეული მისთვის, კლეოპატრა და სერვილია იყო.

✔️ კეისარი რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოების ავტორი იყო, მათ შორის, «ჩანაწერები გალიური ომის შესახებ» და «ჩანაწერები სამოქალაქო ომის შესახებ». ეს ნაშრომები პირველ პირში იყო დაწერილი და მისი სამხედრო წარმატებების პოპულარიზაციას ემსახურებოდა.

✔️ კეისარი ნიჭიერი ორატორი იყო და სენატში თავის გამოსვლებს, ხშირად, საკუთარი შეხედულებების სხვებისთვის, თავზე მოსახვევად იყენებდა.

✔️ კეისარი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. ის რომის იმპერიას 11 წლის მანძილზე მართავდა და მრავალი რეფორმა გაატარა, მათ შორის, კალენდრის რეფორმა, რომელიც დღესაც გამოიყენება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ძველ რომში გამქრალი IX ლეგიონის საიდუმლო

* 10 საოცარი ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს სხვა რაკურსით დაგანახებთ

* წარმოუდგენელი ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
301
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0