საზოგადოება "ნატოს მეუღლე ბოლო დღემდე ბაჩო ახალაიას უახლოესი თანამებრძოლი და გუნდის წევრი იყო... ნატო გელაშვილიც მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში" - ნანუკა ჟორჟოლიანი 15 ივნისი, 18:40 ![]() გთავაზობთ ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსს და გამოხმაურებებს: "ამდენი ხანია ვფიქრობ, რომელ გზაზე საუბრობენ ჭოხონელიძეები. სად მიმყავდა ისინი. ჯერ ვიფიქრე, რომ პოლიტიკურ არჩევანს მიწუნებენ. მაგრამ რანაირად, ნატოს მეუღლე ხომ 2012 წლის ბოლო დღემდე ბაჩო ახალაიას უახლოესი თანამებრძოლი და გუნდის წევრი იყო. ახლა მომწერეს, რომ თვითონ ნატო გელაშვილიც მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს. დაახლოებით სამი წელი ყოფილა ეს თანამშრომლობა. შესაბამისად, ეს ვერსია გამოვრიცხე. ევროპული გზაც არ უნდა დაეწუნებინათ. სიმღერა მე არ მინდა. პატიმრებზე ერთი ფიქრი გვქონია. ჯობია აღარ ვიფიქრო ამ ამბავზე. მაინც ვერ ჩავწვდები", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. ვიკა ბუკია ("ტვ პირველის" ჟურნალისტი): "ხლა გავიგე, რომ ის ბიჭები ნატო გელაშვილის შვილები ყოფილან. რა გზა ქონდა ამისთანა ამ ნატოს? ნაცებთან მშვენივრად იყო. იციან შვილებმა? მათე დევიძე დაჭერილი რომ იყო არ იცოდნენ და იქნებ დედამისის ამბავიც არ იციან. უთხარით და მოიხდიან ბოდიშს მაგაზეც..." მომღერალი ძმები ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები ბოლო ორი დღეა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არიან. იმ დღეს როცა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თსუ-ის მე-2 კორპუსში იმართებოდა კონცერტი, რომელშიც ნატო გელაშვილის ვაჟებიც იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ ეს გახდა საზოგადოების მხრიდან კრიტიკის მიზეზი. ძმებმა მოგვიანებით ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს - "თსუ-ს თვითმმართველობასთან ჩვენი ურთიერთობა დასრულებულია... "სირცხვილიას" გოგოებო, თუ იცოდით რაც ხდებოდა და კონცერტზე მოხვედით, ეგ უფრო დიდი სირცხვილია", - ნათქვამი იყო "ჭოხოების" განცხადებაში. . ძმების ამ განცხადებას ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა და მათ ამ განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა: "მადლობა ბიჭებო და იცოდეთ, რომ მადლობელი ვიქნებით ყველასი ვინც ამ გზით ივლის", - აღნიშნა ნანული ჟორჟოლიანმა. . მის ამ რრეპლიკას კი ძმებმა ასე უპასუხეს: "ჭოხოების პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს: პატიმრობაში მყოფი ბიჭების მიმართ დაფიქსირებული ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა, ასევე თსუ-ს თვითმმართველობის მიმართ დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, თქვენს გვერდში დგომას და თქვენი გზით სიარულს არ ნიშნავს! ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით!!! უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ. ადამიანი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარული გაიმეტა საჯიჯგნად… დღეს მადლობას გვიხდის, რომ თურმე ნატოსთან ერთად სიარულს, მასთან ერთად სიარული ვარჩიეთ. სასაცილოა! თუ რომელიმე გზაზე ვივლით, ჩვენს ნატალიასთან ერთად და არასდროს მის გარეშე! ჩვენ ერთი მთლიანი და განუყოფელი ოჯახი ვართ! კიდევ ერთხელ, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს!" - ნათქვამია "ჭოხოების" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. „ხაზარაძე ხდება დამარცხებულებში ქურდი და არჩევნების მერე უფროსობანას ითამაშებს“ - ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიას მეუღლე, პარტია "ფედერალისტების" დამფუძნებელი თამარა ჩერგოლეიშვილი "ლელოს" დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს გამუდმებით აკრიტიკებს და მწვავე შეფასებებს აკეთებს. გთავაზობთ მისი "ფეისბუქ" პოსტებიდან საინტერესო ამონარიდებს: "კიკნაძე ოპოზიციის ნაწილს: თვითმმართველობის არჩევნებს რომ წააგებთ, მერე რა ხდება? რა ხდება და ხაზარაძე ხდება დამარცხებულებში. ქურდი და თამაშობს უფროსობანას. რამდენი სათნო ჩმორი ალაპარაკდება ახლა, რომ ვიღაც სოვდაგარი თავზე რომ გაჯვამს, შენ "ერთობა უნდა შეინარჩუნო" დავთვალოთ. ლელოს ხალხი ვინც ხართ, ჯერემი როზნერს წააკითხეთ რაც დავწერე. ის მიხვდება, რას ვამბობ და აუხსნის მამუკას - თუ მაგასაც მორჩილებაში არ უხდის... სად იყო ხაზარაძე, მე რომ სააკაშვილს დიდგორული პოპულიზმის გამო ვამხობდი. ბოლო პირადი თავპირისლეწვა ამაზე მქონდა - ამ უგემოვნო და არაფრისმომცემ პოპულიზმზე. რაღა დროს 2016 წლის ჩხუბებია თქვე დინოზავრებო". 1730 1-ს მოსწონს
|