x
image
მაკა ნიკვაშვილი
"ან აფერისტია ან კრეტინი, ჰოდა ებარებოდეთ, ტფუ…"- ვისზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი

image


ყოფილი პარლამენტარი, თაკო ჩარკვიანი 21 წლის მათე დევიძისთვის გამოტანილ განაჩენს პირად გვერდზე ემოციური პოსტით ეხმაურება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მას ცოტა ხნის წინ, მეტისმეტი რადიკალურობისთვის მწვავედ აკრიტიკებდა:


"4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს ცხოვრებას უნადგურებენ ახალგაზრდა 21 ბიჭს, მეძახეთ ახლა ოპოზიციიდან ზოგიერთმა თაღლითმა და კრეტინმა :”უი არა რუსთაველზე არა, რევოლუცია არა, აქციებმა დაკარგა აქტუალობა “, ( რევოლუცია სულაც არ გულისხმობს შეიარაღებას, აჯანყების უფლება ევროპული კონვენციით ხალხისთვის მონიჭებული უფლებაა სრულიად მშვიდობიანი) “ჩარკვიანმა რაც თქვა ეგ რადიკალიზმია, ვაი ქ.ნო თაკო ლეიბები არა, ეგ რადიკალიზმია ” ვაი თქვენს პატრონს “პაივცემულებო”, ოპოზიციონერი რომ იტყვის ბრძოლის დროს, კონსტრუქციული ოპო ვარო” და ყველა კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას არ გამოიყენებს, ის ან აფერისტია ან კრეტინი, ჰოდა მევახშე ხაზარაძეს ებარებოდეთ ტფუ…"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილმა 19 ნოემბრის აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა - ის დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


მათე დევიძემ სასამართლო სხდომა მანამდე დატოვა, სანამ მოსამართლე განაჩენის გამოცხადებამდე სათათბიროდ გავიდოდა.


"მივდივარ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში", - ეს იყო 21 წლის მათე დევიძის ბოლო ფრაზა, რომელიც მან დარბაზის დატოვებამდე თქვა.








0
500
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
500