x
მეტი
  • 20.07.2025
  • სტატია:143434
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515456
რას აკეთებს მეშვიდე და? – გამოცანა საზრიანებისთვის (პასუხი აქვს)

ზოგჯერ, ერთი შეხედვით, მარტივი გამოცანები, გონებისთვის ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე... აქ სწორედ, ამ კატეგორიის გამოცანას გთავაზობთ: მარტივს და ამავდროულად, დასაფიქრებელსაც.

მაშ, ასე, წარმოიდგინეთ: წყნარი ზაფხულის დღე, მყუდრო აგარაკი და 7 და. ყველანი საკუთარი საქმეებით არიან დაკავებულნი:

პირველი და — სავარძელში ზის და საინტერესო წიგნს კითხულობს.

მეორე — სამზარეულოში ნამცხვარს აცხობს.

მესამე — მაგიდასთან ზის და ჭადრაკს თამაშობს.

მეოთხე — პაზლს აწყობს.

მეხუთე — ტანსაცმელს რეცხავს.

მეექვსე — ბაღშია და ნერგებს უვლის.

კითხვა: რას აკეთებს მეშვიდე და?


პასუხის საპოვნელად, ყურადღებით უნდა დააკვირდეთ ტექსტს და ლოგიკურად იმსჯელოთ. ეს მხოლოდ აქტივობების სია არ არის — მასში პატარა, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი, მინიშნება იმალება.


image


პასუხი:


მეშვიდე და ჭადრაკს თამაშობს, მესამესთან ერთად.


თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


1. არქეოლოგმა ძველებური მონეტა იპოვა, რომელზეც გამოშვების თარიღად, ძვ. წ. აღრ. 10 წელი იყო დატანილი. არქეოლოგი მაშინვე მიხვდა რომ მონეტა ყალბი იყო.

რატომ?

2. მფრინავი თვითმფრინავიდან პარაშუტის გარეშე გადმოხტა. მიწაზე დახტომის დროს, მას არაფერი დაუზიანდა.

როგორ ფიქრობთ, რატომ?

3. გზასთან პატრულის ორი თანამშრომელი იდგა. ერთი გზის ზედა ნაწილს უყურებდა, რომ დაენახა ჩრდილოეთიდან მომავალი მანქანები, ხოლო მეორე - გზის ქვედა ნაწილს უყურებდა და სამხრეთიდან მომავალ მანქანებს აკონტროლებდა. უცებ ერთი ეკითხება მეორეს: "რატომ იღიმი?".

საიდან იცოდა ერთმა პატრულმა, რომ მეორე იღიმებოდა?

4. თქვენ მონაწილეობთ სირბილის შეჯიბრებაში მოკლე დისტანციაზე, გადაასწარით მორბენალს, რომელიც ბოლო ადგილზე იყო.

ამის შემდეგ, თქვენ რომელ პოზიციაზე იქნებით?
ა) ბოლოს წინა პოზიციაზე.
ბ) პირველზე.
გ) პოზიციის განსაზღვრა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ცნობილია შეჯიბრებაში მონაწილეთა რაოდენობა.

დ) სრული უაზრობაა.

5. ავტომობილის პატრონმა დილით აღმოაჩინა რომ მანქანის საბურავი დაშვებული იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ჩაჯდა მანქანაში და 50 კმ. გაიარა, სამუშაომდე. საღამოს უკან ისევ ამ მანქანით დაბრუნდა, ისე რომ საბურავისთვის ხელი არ უხლია.

ეს როგორ შეეძლო?

6. კეტის მამას 7 ქალიშვილი ჰყავდა და არცერთი ვაჟი. 6 გოგონას ერქვა: ნანა, ნენე, ნინი, ნინო, ნუნუ, ნონა.

რა ერქვა მეშვიდე შვილს?
ა) ნინა.
ბ) ნანუ.
გ) ნინია.
დ) ჩამონათვალში არ არის მისი სახელი.

7. მუშკეტერს პრინცესაზე უნდოდა დაქორწინება. არც პრინცესა იყო მისდამი გულგრილი. მაგრამ მეფეს არ უნდოდა შვილის მისთვის მითხოვება და უთხრა: იმ შემთხვევაში მიგათხოვებ, თუ ჩემს პირობას დათანხმდებიო. პირობა კი იმაში მდგომარეობდა, რომ ქუდში ჩაგდებული ორი ფურცლიდან, რომლებზეც ეწერა “ქორწინება" და “სიკვდილი", ერთ-ერთი უნდა ამოეღო. მუშკეტერი დათანხმდა, მაგრამ ეშმაკმა მეფემ, ორივე ფურცელზე “სიკვდილი" დაწერა. ამის შესახებ პრინცესამ გაიგო და შეყვარებულს შეატყობინა.

რა უნდა გააკეთოს მუშკეტერმა, რომ გადარჩეს და პრინცესაზე იქორწინოს?

8. წრის შიგნით, დიამეტრულ ხაზზე 11 ადამიანი იდგა, წრის ერთი გვერდიდან მეორემდე.

დაასახელეთ ადამიანების მინიმალური რაოდენობა, რომლებიც უნდა გადაადგილდნენ ხაზიდან წრესთან, რომ თერთმეტივე კაცი წრესთან აღმოჩნდეს.

9. ფერმერს 19 ძროხა ჰყავდა და 9-ის გარდა ყველა მოუკვდა.

რამდენი ძროხა დარჩა?

10. სამმა სტუდენტმა ლექციაზე დააგვიანა. მათ დაგვიანება იმით ახსნეს, რომ ყველა ერთი მანქანით მოდიოდა და საბურავი დაეშვათ. ლექტორმა სულ მალე დაადგინა რომ იტყუებოდნენ.

როგორ?

11. ბევრს უნახავს ალკო მარკეტებში, ბოთლში ჩადებული დიდი მწიფე ხილი: ვაშლი, მსხალი ან სხვა.

როგორ დებენ დიდ ხილის, ვიწროყელიან ბოთლებში?

12. ნაპირთან ახლოს გემი იდგა, რომლიდანაც თოკით დაწნული კიბე იყო გადმოკიდებული. კიბეს 15 საფეხური ჰქონდა. საფეხურებს შორის დაშორება 45 სმ-ა. ყველაზე ქვედა საფეხური წყალს ეხება. დაიწყო მოქცევა და ამის გამო, ყოველ საათში ზღვის დონე 15 სმ-თ იწევდა ზევით.

რა დრო არის საჭირო, რომ წყლის დონემ III საფეხურამდე მიაღწიოს?

13. ხოჭო ხეზე ადის მთელი დღის მანძილზე 5 მეტრზე, ხოლო ღამე – 2 მეტრით ქვემოთ ჩამოდის.

რა დღეს იქნება ხოჭო 9 მ. სიმაღლეზე, თუ მან ხეზე ასვლა, კვირას, დილის 6 სთ-ზე დაიწყო?

14. მშენებლობაზე 3 მუშა მუშაობდა. ერთს 2 ფუნთუშა ჰქონდა, მეორეს ერთი. მათთან მესამე მუშა მივიდა და სთხოვა მისთვისაც მიეცათ ფუნთუშა. მას ფუნთუშა მისცეს და მესამე მუშამ, დანარჩენ ორს 3 ლარი გადაუხადა. ამ თანხიდან იმ მუშამ რომელსაც 1 ფუნთუშა ჰქონდა, 1 ლარი აიღო, ხოლო მეორემ, რომელსაც 2 ფუნთუშა ჰქონდა – 2 ლარი.

სწორედ გაიყვეს თუ არა მუშებმა ფული?

15. ოთახის ოთხივე კუთხეში ზის თითო კატა, ყოველი კატის წინ ზის 3 კატა და ყველა კატის კუდზე ზის ერთი კატა.

რამდენი კატა არის ოთახში?

16. წარმოიდგინეთ 2 ქალაქი. ერთ მათგანში ადამიანები მხოლოდ სიმართლეს ამბობენ, მეორეში – მხოლოდ იტყუებიან.

რა კითხვა უნდა დაუსვათ გამვლელებს, რომ გაიგოთ, რომელ ქალაქში იმყოფებით?

17. ბიჭს თანაბარი რაოდენობით ჰყავს დები და ძმები. მის დას ორჯერ მეტი ძმა ჰყავს, ვიდრე და.

რამდენი და და რამდენი ძმა არის ოჯახში?

18. სამხედრო ბანაკს კვადრატის ფორმა აქვს. 16 გუშაგი თანაბრად უნდა განაწილდეს ბანაკის ოთხივე მხარეს. თავიდან სერჟანტმა 5 - 5 კაცი დააყენა ყოველი მხრიდან. შემდეგ კაპიტანი მოვიდა და იგივე 16 კაცი ხელმეორედ გადაანაწილა ისე, რომ თითოეულ მხარეს 6-6 გუშაგი იცავდა. შემდეგ პოლკოვნიკი მოვიდა და ისევ გადაანაწილა 16 გუშაგი ისე, რომ ბანაკს თითოეული მხრიდან, უკვე 7 გუშაგი იცავდა.

როგორ გაანაწილეს გუშაგები სერჟანტმა, კაპიტანმა და პოლკოვნიკმა?

19. არის ტაფა, რომელზეც ერთდროულად 2 ნაჭერი პურის გახუხვა შეიძლება. პურის თითოეული გვერდი 30 წმ. უნდა იწვებოდეს.

როგორ უნდა გახუხოთ 1.5 წთ-ში 3 ნაჭერი პური?

20. ადამიანმა მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე, ნავით მგელი, თხა და კომბოსტო უნდა გადაიტანოს. მაგრამ ადამიანის გარდა, კიდევ ერთი პერსონაჟი ეტევა ნავში. ადამიანის თანდასწრებით, არავინ ერთმანეთს არა ჭამს. ადამიანი თვალს რომ მოეფაროს, თხა კომბოსტოს შეჭამს, მგელი კი თხას.

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ საკუთარი ტვირთი, დანაკარგის გარეშე, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაიტანოს?


პასუხები >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* "ამო–ს და FBI–ის თანამშრომლობა" – წიგნი, რომელიც საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით შეიქმნა

* "მომენტი, როდესაც სიცოცხლე იწყება" – 6 მცდარი წარმოდგენა მუცლად მყოფი ბავშვის შესახებ

* 15 საოცარი ფოტო, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
271
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0