10 საოცარი ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს სხვა რაკურსით დაგანახებთ
ჩვენი სხეული — საოცარი ბიოლოგიური მექანიზმია, რომელიც ბევრ საიდუმლოს მალავს. აქ 10, ნაკლებად ცნობილ ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც შესაძლოა არ იცით:

1. კანი — ბუნებრივი ციცინათელა
სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანის სხეული ბიოლუმინესცენტურ ნათებას ასხივებს. ის განსაკუთრებით ინტენსიური, პირის ღრუს გარშემოა. ეს ნათება, 1000-ჯერ უფრო სუსტია, ვიდრე ადამიანის თვალს შეუძლია აღიქვას. მაგრამ, სპეციალური კამერებით, ჩვენი კანის ამ თვისების დანახვა შეიძლება.
ნამდვილად რომ წარმოუდგენელია!
2. ძვლები — მინერალების ბანკი
ჩონჩხი — უფრო მეტია, ვიდრე კარკასი. მისი 31% სარეზერვო მინერალური მარაგებისგან შედგება. მაგ., სისხლში კალციუმის, ან ფოსფორის დეფიციტის შემთხვევაში, ძვლები მყისიერად გამოყოფენ საჭირო ელემენტებს, რითაც ორგანიზმში ბალანსს ინარჩუნებენ.
3. ღვიძლი — რეგენერაციის ჩემპიონი
ეს ერთადერთი ორგანოა, რომელსაც სრულად აღდგენა შეუძლია, მაშინაც კი, თუ მისი ქსოვილის მხოლოდ 25%–ია შენარჩუნებული. აღდგენის პროცესს მხოლოდ 3-4 კვირა სჭირდება და ეს უნარი ღვიძლს, ჩვენი სხეულის ნამდვილ სუპერგმირად აქცევს.
4. ცხვირი — ლორწოს ქარხანა
სიცოცხლის მანძილზე, ადამიანი, დაახლოებით, 1500 ლიტრ ცხვირის ლორწოს გამოიმუშავებს. ლორწო ორგანიზმში სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს — ის სასუნთქ გზებს, ბაქტერიების და ვირუსებისგან იცავს.
5. თირკმელები — დაუღალავი ფილტრაციის სადგურები
ჩვენს სისხლს, ყოველ 30 წუთში ერთხელ, თირკმელები მთლიანად ფილტრავს. ერთ დღე–ღამეში, ეს ორგანო, დაახლოებით, 180 ლ. სითხეს ამუშავებს, რომლიდანაც 1, 5-2 ლ. შარდის სახით გამოიყოფა.
6. ნაწლავები — მეორე ტვინი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლებში, ენტერალური ნერვული სისტემა მდებარეობს, რომელიც 500 მლნ. ნეირონს შეიცავს. ეს "ნაწლავების ტვინია", რომელსაც საჭმლის მონელების პროცესის, დამოუკიდებლად დარეგულირება შეუძლია.
7. თმა — ბუნებრივი ჰიგრომეტრი
ჩვენი თმა, ჰაერის ტენიანობის ცვლილებების მიმართ არის მგრძნობიარე. ის მშრალ ამინდში, ატმოსფეროდან ტენიანის შთანთქმით — გრძელდება, ხოლო ნესტიან ამინდში მოკლდებიან. თმის ეს თვისება, მექანიკური ჰიგრომეტრის მუშაობას უდევს საფუძვლად.
8. ფილტვები — ასიმეტრიული ტყუპები
მარჯვენა ფილტვი უფრო დიდია და სამი წილისგან შედგება, ხოლო მარცხენა — მხოლოდ 2 წილისგან. ფილტვების ასეთი სტრუქტურას, გულს ადგილს უტოვებს, ხოლო სხვაობა ფილტვების მოცულობაში, დაახლოებით, 10%–ია.
9. ტვინი — უგრძნობი სამეთაურო ცენტრი
თავად ტვინს, ტკივილის რეცეპტორები არ გააჩნია. თავის ტკივილი ტვინის გარშემო არსებულ, სისხლძარღვებსა და მემბრანებში ჩნდება. სწორედ ამიტომ, ნეიროქირურგებს ტვინზე ოპერაციის ჩატარება, ანესთეზიის გარეშე შეუძლიათ.
10. კუნთები — მოქნილი მუშაკები
სრული უმოძრაობის მხოლოდ ორი კვირა, კუნთოვანი მასის 20%-ის დაკარგვას იწვევს. მაგრამ, კარგი ის არის, რომ ვარჯიშის განახლებისას (აქტიური ვარჯიშის დროს), კუნთები, წინა მოცულობას, 3-5 დღეში უბრუნდება.