x
image
მაკა ნიკვაშვილი
"გზაშია. მიდის, რა საგიჟეთში ვცხოვრობთ გჯერათ?" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნანუკა ჟორჟოლიანი

image


ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ნიკა გვარამიას პატიმრობის მოთხოვნა უკვე დააყენეს.
ნიკა გზაშია. მიდის რუსთავის ციხესთან.


ჩაალაგა ბარგი, ყავა დალია, გააცილეს შვილებმა ციხეში.
რა საგიჟეთში ვცხოვრობთ გჯერათ?"- წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია ცოტა ხნის წინ დააკავეს. მას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ის საკუთარი ფეხით მივიდა.


ცნობისთვის, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.


"ცვლილებისთვის" ლიდერს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.







0
216
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
216