კონფლიქტები ისრაელი აცხადებს,რომ ირანის ბირთული ცენტრი სრულად გაანადგურა 13 ივნისი, 12:34 ![]() „ბლუმბერგი“ განმარტავს, რომ მხოლოდ ყველაზე მძლავრ ასაფეთქებელ მასალას შეუძლია ირანის ბირთვულ ობიექტებში შეღწევა მათი კარგი დაცულობის გამო. „ნატანზში მდებარე ობიექტი მიწისქვეშ 40 მეტრზე მეტ სიღრმეზეა აშენებული და დაცულია ფოლადისა და ბეტონის გარსით, რომლის სისქე, მკვლევარების აზრით, დაახლოებით 8 მეტრია“, - წერს სააგენტო. 13 ივნისის დილით ისრაელმა ირანზე თავდასხმა დაიწყო. მედია იუწყებოდა, რომ ისრაელის „მოსადმა“ ირანის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი დრონების ბაზა შექმნა და ისინი მაშინ გამოიყენა, როდესაც ისრაელის საჰაერო ძალებმა შეტევა დაიწყეს. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, იერუსალიმი მზადაა რაკეტები მოიგერიოს და ქვეყნის მოქალაქეები დაიცვას. მოგვიანებით, „Times of Israel“-მა, სამხედრო ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, დააზუსტა, რომ ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა თეირანის მიერ გაშვებული რაკეტების ჩამოგდება დაიწყეს. დაზუსტდა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ისრაელის საზღვრებს გარეთ ჩამოყარეს. გამოცემის ცნობით, სულ ირანმა 100-ზე მეტი დრონი გაუშვა. ირანული მედიის ცნობით, ისრაელის იერიშებს ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" გვარდიის მთავარსარდალი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი გენერალი ემსხვერპლნენ. ამასობაში, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, განაცხადა, რომ ისრაელი „დაისჯება“ თავდასხმისთვის და ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლების პასუხი სწრაფი და მკაცრი იქნება. 285 2-ს მოსწონს
|