საქართველო
"ვაი თქვენს პატრონს “პაივცემულებო”, ტფუ…" - რამ აღაშფოთა თაკო ჩარკვიანი
13 ივნისი, 12:19

ყოფილი პარლამენტარი, თაკო ჩარკვიანი 21 წლის მათე დევიძისთვის გამოტანილ განაჩენს პირად გვერდზე ეხმაურება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც მას ცოტა ხნის წინ, ზედემტი რადიკალურობისთვის აკრიტიკებდა:
"4 წელი და 6 თვე მიუსაჯეს ცხოვრებას უნადგურებენ ახალგაზრდა 21 ბიჭს, მეძახეთ ახლა ოპოზიციიდან ზოგიერთმა თაღლითმა და კრეტინმა :”უი არა რუსთაველზე არა, რევოლუცია არა, აქციებმა დაკარგა აქტუალობა “, ( რევოლუცია სულაც არ გულისხმობს შეიარაღებას, აჯანყების უფლება ევროპული კონვენციით ხალხისთვის მონიჭებული უფლებაა სრულიად მშვიდობიანი) “ჩარკვიანმა რაც თქვა ეგ რადიკალიზმია, ვაი ქ.ნო თაკო ლეიბები არა, ეგ რადიკალიზმია ” ვაი თქვენს პატრონს “პაივცემულებო”, ოპოზიციონერი რომ იტყვის ბრძოლის დროს, კონსტრუქციული ოპო ვარო” და ყველა კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას არ გამოიყენებს, ის ან აფერისტია ან კრეტინი, ჰოდა მევახშე ხაზარაძეს ებარებოდეთ ტფუ…"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილმა 19 ნოემბრის აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მათე დევიძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა - ის დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მათე დევიძემ სასამართლო სხდომა მანამდე დატოვა, სანამ მოსამართლე განაჩენის გამოცხადებამდე სათათბიროდ გავიდოდა.
"მივდივარ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში", - ეს იყო 21 წლის მათე დევიძის ბოლო ფრაზა, რომელიც მან დარბაზის დატოვებამდე თქვა.