საქართველო
"არცხვენს საკუთარ გვარს და წინაპრებს!"- ვისზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი
13 ივნისი, 9:30

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას ვაჟის, გიორგი გამსახურდიას ფეიბსუქპოსტს პირად გვერდზე ეხმაურება და მას მათე დევიძის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი შეფასებების გამო აკრიტიკებს:
"შეურაცხყოფა და ბილწსიტყვაობა მოიკითხეთ გიორგი გამსახურდიას კედელზე, რომელიც არცხვენს საკუთარ გვარს და წინაპრებს! დასჯადი არ არის უდანაშაულო და დაუცველ პატიმარს რომ აგინებ? დასკადი არ არის რომ უზნეო სახელმწიფო მოხელე ხარ?”- წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში..
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გიორგი გამსახურდიამ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარი გამოაქვეყნა და სინდისის პატიმარსა და მის ოჯახს საჯაროდ აგინა.